ბაჩიაშვილს საკუთარი თავის წინააღმდეგ დაგეგმილ თავდასხმაში ადანაშაულებენ - დაკავებული ბიზნესმენის პირველი რეაქცია
გიორგი ბაჩიაშვილს საკუთარი თავის წინააღმდეგ დაგეგმილ თავდასხმაში ადანაშაულებენ - პენიტენციურმა სამსახურმა დღეს განცხადება გაავრცელა, რომლის მიხედვით, ბაჩიაშვილი გარიგებაში შევიდა ციხის ხელმძღვანელობასთან და მსჯავრდებულებთან და თავდასხმის ინსცენირება მოაწყო.
სამსახურიდან დათხოვნილია გლდანის ციხის უფროსი და პენიტენციური დეპარტამენტის ხელმძღვანელის მოადგილე. თუმცა, თვენახევარია იუსტიციის სამინიტრო არ ასჯაროვებს ციხის შიდა კამერების ჩანაწერებს, რომელიც შესაძლოა, მთავარი მტკიცებულება იყოს ბაჩიაშვილზე თავდასხმის საქმეში.
მსჯავრდებულის ადვოკატმა ცოტა ხნის წინ დატოვა გლდანის ციხე, რომელმაც დაცვის ქვეშ მყოფი მოინახულა.
“ეს არის ფაბრიკაცია, დანაშაულის გადაფარვის მცდელობა და დანაშაულის დაზარალებულზე გადატანა“, - ას გამოეხმაურა თავად ბაჩიაშვილი პენიტენციურის განცხადებას.