დაურთავს თუ არა მოსამართლე დათაშვილის საქმეს ფსიქიატრიულ ექსპერტიზას, რომელიც, ადვოკატების თქმით, ბრალდებულს მოტყუებით ჩაუტარეს?

21.08.25 20:37
დაურთავს თუ არა მოსამართლე დათაშვილის საქმეს ფსიქიატრიულ ექსპერტიზას, რომელიც, ადვოკატების თქმით, ბრალდებულს მოტყუებით ჩაუტარეს?

საქალაქო სასამართლოში დაკავებული მასწავლებლის, ნინო დატაშვილის  საქმის არსებითი განხილვა დაიწყო, სხომაზე პირველი შუამდგომლობა დაცვის მხარემ დააყენა და სასამართლოს აცილება მოითხოვეს.

ბრალდებული მიიჩნევს, რომ საქალაქო სასამართლოს ვერცერთი მოსამართლე ობიექტურად მის საქმეს ვერ განიხილავს, რადგან ინტერესთა კონფლიქტი არსებობს, ამიტომ მან დღეს მოსამართლე სთხოვა, მისი საქმე სააპელაციო სასამართლოში გაეგზავნა განსახილველად.

თამარ მჭედლიშვილმა დათაშვილის შუამდგომლობა არ დააკმაყოფილა და ბრალდებულს პირობა მისცა, რომ ობიექტური იქნება მისი საქმის განხილვის დროს. ჩააბარებს თუ არა პირველ ტესტს მოსამართლე 8 სექტემბერს გაცხადდება. სწორედ ამ დღეს უნდა თქვას მოსამართლემ, დაურთავს თუ არა დათაშვილის საქმეს იმ ფსიქიატრიულ ექსპერტიზას, რომელიც ბრალდებულს კანონდარღვევითა და მოტყუებით ჩაუტარეს.

8 სექტემბერს უნდა იმსჯელოს მოსამართლემ კიდევ ერთ შუამდგომლობაზე. დღეს დათაშვილის ადვოკატებმა საქმეში 112-ის ჩანაწერების ჩადება მოითხოვეს. ამ ჩანაწერებით დასტურდება, რომ მანდატურის სამსახურთან ინციდენტის შემედეგ, პოლიცია ადგილზე თავად დათაშვილმა გამოიძახა.

სამოქალაქო აქტივისტი და ევროპული მომავლის მცველი, ნინო დათაშვილი არც დღეს დამჯდარა განსასჯელის სკამზე. ის, პროტესტის ნიშნად, 4 საათზე მეტი, ფეხზე მდგარი უსმენდა სასამართლო პროცესს.

დეტალები ნახეთ ნანუკა ქაჯაიას რეპორტაჟში.