მუხიანში, საცხოვრებელ კორპუსში ხანძარი ლიკვიდირებულია
მუხიანში, საცხოვრებელ კორპუსში ხანძარი ლიკვიდირებულია.
ამის შესახებ “პირველებს“ საგანგები სიტუაციების მართვის სამსახურში განუცხადეს.
როგორც ადგილობრივები ამბობენ, ცეცხლი მეხუთე სართულის ე.წ. საშრობში გაჩნდა, ხოლო შემდეგ მეშვიდე სართულს გადაედო.
პოლიციელების ინფორმაციით, დაშავებული არავინაა.