სიბიგა: უკრაინაში დააბრუნეს 65 მოქალაქე, რომლებიც რუსეთ-საქართველოს საზღვრის ბუფერულ ზონაში იმყოფებოდნენ

22.08.25 10:30
სიბიგა: უკრაინაში დააბრუნეს 65 მოქალაქე, რომლებიც რუსეთ-საქართველოს საზღვრის ბუფერულ ზონაში იმყოფებოდნენ

უკრაინაში დააბრუნეს 65 მოქალაქე, რომლებიც რუსეთისა და საქართველოს საზღვრის ბუფერულ ზონაში იმყოფებოდნენ. ამის შესახებ კრაინის საგარეო საქმეთა მინისტრი, ანდრეი სიბიგა იტყობინება. 

მისი თქმით, მათ შორის არიან 10 ქალი და 8 მძიმე ავადმყოფი. როგორც ცნობილია, ისინი საქართველოს ტერიტორიაზე, გამშვებ პუნქტ „დარიალში“ ჰუმანიტარული კრიზისის პირობებში ცხოვრობდნენ, რომელიც რუსეთის ქმედებებმა გამოიწვია.

ჰუმანიტარული კრიზისი აღნიშნულ გამშვებ პუნქტზე ივნისის მეორე ნახევარში დაიწყო, როდესაც რუსეთმა მიზანმიმართულად დაიწყო უკრაინის მოქალაქეების მასობრივი დეპორტაცია ამ ტერიტორიაზე.

მანამდე უკრაინას უკვე დაბრუნებული ჰყავდა 44 მოქალაქე.