სპეცოპერაცია ფონიჭალაში – გუსეინოვის ოჯახი შურისძიებაზე საუბრობს

22.08.25 11:20
სპეცოპერაცია ფონიჭალაში – გუსეინოვის ოჯახი შურისძიებაზე საუბრობს

სპეცოპერაცია ფონიჭალაში - კრიმინალური პოლიცია გამთენიისას ორ საცხოვრებელ სახლში პარალელურად შევიდა და ჩხრეკა ჩაატარა. ერთ-ერთი ბინის მფლობელის თქმით, სპეცოპერაციის დროს ზეწოლის მსხვერპლი 13 წლის ბავშვი და ორსული ქალი გახდნენ.

მათივე ინფორმაციით, სამართალდამცველებმა სახლში კანონსაწინააღმდეგო ვერაფერი აღმოაჩინეს, თუმცა ოპერაციის კვალი დღემდე შეიმჩნევა - საცხოვრებელ სახლში მინებია ჩამსხვრეული.

გუსეინოვების ოჯახი ჩატარებულ ოპერაციას შურისძიებას უკავშირებს. მათი თქმით, შურისძიების უკან ზურაბ ბერეკაშვილი დგას. მათი თქმით, ბერეკაშვილი კრიმინალური პოლიციიდან ხშირად ურეკავდა, ემუქრებოდა და კონკრეტული ინფორმაციის მიწოდებას მოითხოვდა. რა ინფორმაციაზეა საუბარი მუკაბელ გუსეინოვი არ აკონკრეტებს. 

ის ასევე ამბობს, რომ 2019 წელს ჩადებული ნარკოტიკის საფუძველზე დააკავეს, ციხე კი გასული წლის ოქტომბერში დატოვა, ახლა კი, მისი თქმით, მის წინააღმდეგ იგივე ხდება.

მუკაბელ გუსეინოვი არ გამორიცხავს, რომ ახლაც მის სახლში ნარკოტიკი დაედოთ. 

რადგან აზერბაიჯენელები ვართ, ასე არ უნდა მოგვექცნენ. ზურაბ ბერეკაშვილი 6 თვეზე მეტია ყოველ დღე მირეკავს. საიდუმლო თემაა. მე სახელმწიფოს წინააღდეგ არ მივდივარ, მე ჩემი უფლებები მაქვს, რა უნდა ჩემგან ამ კაცს? ბერეკაშვილმა მე მითხრა, თუ ჩემი გასაკეთებელი ვერ გაკეთდება, მე "ჩავუდებ, ხომ იცით, ჩადებები ახლა არის". რატომ მირეკავს სულ მე? მემუქრება. არ შეიძლება, 13 წლის ბავშვმა დილამდე ტყეში გაათენა, შეეშინდა სპეცრაზმის. მე გთხოვთ, თუ ზომებს არ მიიღებენ, ჩვენ და მარტო ჩვენ არა, ბევრია, ან გზას ჩავკეტავთ, მთელი აზერბაიჯანი მოვა და ჟურნალისტები, - ამბობს მუკაბელ გუსეინოვი. 

აღსანიშნავია, რომ 13 წლის ბავშვს მომხდარის შემდეგ სასწრაფო დახმარების გამოძახება დასჭირდა. ის მძიმე ემოციურ მდგომარეობაშია. 

"პირველები"განმარტებას შსს-გან ელოდება.