არჩილ მუსელიანცი განაჩენის მოლოდინში - დღეს, სავარაუდოდ, მოსამართლე არევაძე განაჩენს გამოაცხადებს
სინდისის პატიმარი, არჩილ მუსელიანცი განაჩენის მოლოდინში - თითქმის ორთვიანი პაუზის შემდეგ, 28 წლის მუსელიანცის საქმეზე სასამართლო სხდომა დღეს განახლდა. დღევანდელ სხდომაზე სინდისის პატიმარი მოსამართლეს საბოლოო სიტყვით მიმართავს და სავარაუდოდ,დღესვე მოსამართლე გიორგი არევაძე განაჩენს გამოაცხადებს.
- 28 წლის მუსელიანცს პროკურატურა 534 ლარიანი ჯებირის დაზიანებას ედავება.
სხდომა ისევ ნაწილობრივ დახურულია, რაც ნიშნავს, რომ სხდომათა დარბაზში მოსამართლე დამსწრეებს შერჩევითად უშვებს.
სასამართლოში მუსელიანიც მხარდასაჭერად არის მისული უდნაშაულოდ ცნობილი ექიმი, გიორგი ახობაძე.
ერთგვარი შურისძიება არის, პოლიტიკურ ხელმძღვანელობას რომ აამოს პოლიტიკურმა ხელმძღვანელობამ, ასე სჯის აქციის აქტიურ მონაწილებს. შემდეგში, როცა დასჭირდება ისევ ისეთი ერთგული მწამებლები უნდა რომ ჰყავდეს რეჟიმს, როგორიც ჰყავდა ნოემბერში. ვფიქრობ, რომ ამ ყველაფერს მიიყვანს მეტნაკლებად ხანგრძლივ საპატუმრო ვადებამდე, იმიტომ, რომ ამ ყველაფერს ვისმენდი მათ შორის განყოფილებაში პოლიციელებისგან, როცა დაჭერილი ვიყავი. მტრის ხატს ქმნიდნენ ჩვენგან", - აცხადებს გიორგი ახობაძე.
ცნობისთვის, არჩილ მუსელიანცი 2024 წლის 30 ნოემბერს დააკავეს. თავდაპირველად ის ადმინისტრაციული მუხლით იყო დაკავებული, თუმცა შემდეგში, აღნიშნული მუხლი სისხლის სამართლით ჩადენილი დანაშაულით, 187-ე მუხლის მეორე ნაწილით გადაუკვალიფიცირდა, რაც გულისხმობს სხვისი ნივთის განზრახ დაზიანებას და განადგურებას.