თავისუფლების ხმა ციხიდან - სინდისის პატიმრების წერილებს დასავლეთ საქართველოში დაარიგებენ
თავისუფლების ხმა ციხიდან - სინდისის პატიმრების წერილები ფოთში, ურეკსა და გორში გავრცელდება.
სიმართლის გამავრცელებელი წერილები საქართველოს სხვადასხვა ქალაქებში უკანონოდ დატყვევებული მომიტინგეების მშობლებს და სტუდენტებს მიაქვთ.
ახალგაზრდები დარწმუნებულები არიან, რომ თუ საქართველოს მოქალაქეებს პირისპირ აუხსნიან, რისთვის ისჯებიან ევროპული მომავლის მცველები რეალურად, ამით “ოცნების“ პროპგანადას ძალა დაეკარგება.
ვერ ახერხებს “ქართული ოცნება“, რომ ეს საქმეები ისე შეფუთოს, ვინმემ დაიჯეროს, რომ რომელიმე პატიმარი იქ ჯდომას იმსახურებს. ძალიან მნიშვნელოვანია პროპაგანდისთვის, რადგან, როდესაც შენ ნეიტრალურ ადამიანებთან ჩადიხარ, “ოცნების“ ამომრჩევლებთან ჩადიხარ, ამ ადამიანებს, ერთადერთი, რაც ძალიან მნიშვნელოვანია, ვერ მოატყუებს ვერავინ, ეს არის პატიმრების თემა. მშობლებთან ერთად სიარული ამ ადამიანებთან, როცა ისინი საკუთარ შვილებზე და ოჯახის წევრებზე უყვებიან ამ ადამიანებს, ისინი უფრო პოზიტიური დამოკიდებულებით არის და პროტესტის ხმარდამჭერები ხდებიან, - ამბობს ერთ-ერთი სტუდენტი.
“თავისუფლების ხმა ციხიდან“ -ეს არის გაზეთის სახელწოდება, რომელსაც სინდისის პატიმრების ოჯახის წევრები და სტუდენტები, ერთობლივი კამპანიის ფარგლებში, დასავლეთ საქართველოში დაარიგებენ.