რისი დამტკიცება სურდათ გიორგი ბაჩიაშვილისთვის და რა გაირკვა რეალურად პენიტენციურის განცხადებით?
რისი დამტკიცება სურდათ გიორგი ბაჩიაშვილისთვის და რა გაირკვა რეალურად პენიტენციურის განცხადებით? - მესამე სექტორის წარმომდგენლები მიიჩნევენ, რომ პენიტენციური სასამხურის თეორიით, სისტემური პრობლემები გამოვიდა სააშკარაოზე.
"ადამიანის უფლებათა ცენტრის" აღმასრულებელი დირექტორი, ალეკო ცქიტიშვილი "პირველებთან" ამბობს, რომ თუკი სისტემა მოწესრიგებულია, თუკი პენიტენციური დაწესებულება არის დაწესებულების ხელმძღვანელების და ასევე ხელისუფლების კონტროლქვეშ, მაშინ, როგორ ხდება, რომ ასეთ შეთქმულებას, როგორსაც პენიტენციური გავრცელებული განცხადებით ავითარებს, პატიმარი თვითონვე აწყობს საკუთარი თავსი წინააღმდეგ.
ცქიტიშვილის თქმით, შემაშფოთებელია, როცა პენიტენციური ავითარებს ვერსიას, რომ პატიმარს შეუძლია თვითონ მართოს სიტუაცია ციხეში - "აქ უკვე ჩანს, რომ სისტემას ხელიდან აქვს კონტროლი გაშვებული".
გიორგი ბაჩიაშვილი არის ბიძინა ივანიშვილის პირადი პატიმარი და თვითონ ივანიშვილი და პირადად რეჟიმი არის პასუხისმგებელი ამ ადამიანის ჯანმრთელობაზე, არაადამიანურ მოპყრობაზე და წამებაზე, რომელიც შეიძლება განხორციელედეს ამ პატიმრის წინააღმდეგ. თუკი სისტემა მოწესრიგებულია, თუკი პენიტენციური დაწესებულება არის დაწესებულების ხელმძღვანელების და ასევე ხელისუფლების კონტროლქვეშ, მაშინ, როგორ ხდება, რომ ასეთ შეთქმულებას პატიმარი თვითონვე აწყობს საკუთარი თავსი წინააღმდეგ? აქ უკვე ჩანს, რომ სისტემას ხელიდან აქვს კონტროლი გაშვებული და პენიტენციურ დაწესებულებაში შესაძლებელია, რომ პატიმარმა თვითონ მართოს სიტუაცია, რაც არანაკლებ შემაშფოთებელია, თვითონ ამ განმარტებიდან გამომდინარე რომ ვიმსჯელოთ", - აცხადებს ალეკო ცქიტიშვილი.
ყოფილი სახალხო დამცველის, უჩა ნანუაშვილის განცხადებით, ხელისუფლება პენიტენციურის განცხადებით, პრაქტიკულად, ადასტურებს, რომ შესაძლოა, პატიმრებს ჰქონდეთ გავლენები.
ნანუაშვილის თქმით, რადგან ხელისუფელბა ამას აღიარებს, ეს იმას ნიშნავს, რომ თანამდებობის პირებმა ჩაიდინეს დანაშაული, მათ წინააღმდეგ კი უნდა იყოს დაწყებული სისხლის სამართლებრივი გამოძიება და ეს პირები, მათ შორის ადმინისტრაციის ხელმძღვანელი, უნდა იყვნენ პასუხისგებაში მიცემულნი.
პრაქტიკულად, ხელისუფლება ადასტურებს, რომ შესაძლოა, პატიმრებს ჰქონდეთ გავლენები, მათი ნება-სურვილით ხდებოდეს გარკვეული საკითხები და არა კანონის შესაბამისად, რადგან ამას აღიარებს, ეს იმას ნიშნავს, რომ თანამდებობის პირებმა ჩაიდინეს დანაშაული, მათ წინააღმდეგ უნდა იყოს დაწყებული სისხლის სამართლებრივი გამოძიება და ეს პირები, მათ შორის ადმინისტრაციის ხელმძღვანელი, უნდა იყვნენ პასუხისგებაში მიცემულნი, როდესაც ადმინისტრაცია იყენებს არა კანონს, არამედ, კონკრეტული სუბკულტურის წარმომადგენლებს იმისთვის, რომ გაუსწორდნენ მათთვის არასასურველ პატიმრებს. ეს არის კიდევ ერთი მაჩვენებელი იმის, რომ ქართულ ციხეებში დღეს კვლავ არსებობს კრიმინალური სუბკულტურა, რომ სისტემა არა კანონის შესაბამისად მართავს ზოგადად ამ დაწესებულებებს, არამედ, მათთან კავშირში მყოფი კრიმინალური სამყაროს წარმომადგენლებთან ერთად და ეს არაერთხელ ყოფილა დადასტურებული, მათ შორის, პატიმრების მხრიდან - აცხადებს უჩა ნანუაშვილი.
- პენიტენციური სამსახურმა გუშინ განცხადება გაავრცელა, სადაც ირწმუნება, რომ 11 ივლისს „გლდანის ციხეში“ თანაინვესტირების ფონდის ყოფილი ხელმძღვანელის ცემა შესაძლოა ინსცენირებული იყოს.
გავრცელებულ განცხადებაში, პენიტენციური წერს, რომ "გამოკვეთილი გარემოებები აჩენს საფუძვლიან ეჭვს, რომ შესაძლოა სპეციალური პენიტენციური სამსახურის კონკრეტული თანამშრომლები, მათი გავლენის ქვეშ მყოფი პატიმრები და მსჯავრდებული გ. ბაჩიაშვილი ურთიერთშეთანხმებულად მოქმედებდნენ".
მათივე განცხადებით, "ასევე, გარკვეულ ეჭვებს ბადებს კ. მეტრეველის ბ. ბაჩიაშვილთან ერთ საკანში მოთავსების მოტივაციაც".