ოზურგეთში 69 წლის ქმარმა 56 წლის ცოლი სანადირო თოფით მოკლა

22.08.25 13:05
ოზურგეთში 69 წლის ქმარმა 56 წლის ცოლი სანადირო თოფით მოკლა

მკვლელობა ოზურგეთში - "პირველების" ინფორმაციით, 64 წლის ქმარმა 60 წლის ცოლს სანადირო თოფით რამდენიმე ჭრილობა მიაყენა, რის შემდეგაც ქალი ადგილზევე გარდაიცვალა.

შემთხვევა სოფელ ქაქუთში  ცოტა ხნის წინ მოხდა.

"პირველების" ინფორმაციით, კაცი დაკავებულია, ქალის ცხედარი კი ექსპერტიზაზეა გადაყვანილი.

ამ წუთებში ადგილზე ექპერტ-კრიმინალისტები მუშაობენ.