"ეს სამართლიანობა არ არის - ეს რეპრესიაა" - პრეზიდენტი ზურაბიშვილი არჩილ მუსელიანცის განაჩენზე
"ეს სამართლიანობა არ არის - ეს რეპრესიაა" - ასე ეხმაურება საქართველოს მეხუთე პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი არჩილ მუსელიანცის მიმართ გამოტანილ გამამტყუნებელ განაჩენს.
ზურაბიშვილი სოციალურ ქსელ X-ზე წერს, "როდესაც მმართველი პარტია ნამდვილ დამნაშავეებს იცავს, ერთგული მოსამართლეები მოქალაქეებს აპატიმრებენ".
#ტერორისაქართველოში - მოსამართლე გიორგი არევაძემ მომიტინგე არჩილ მუსელიანცს 4 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა - ეს მე-14 აქტივისტია, რომელიც 2024 წლის ნოემბრის პროევროპული საპროტესტო აქციების შემდეგ დააპატიმრეს. მაშინ, როდესაც მმართველი პარტია ნამდვილ დამნაშავეებს იცავს, ერთგული მოსამართლეები მოქალაქეებს აპატიმრებენ. ეს სამართლიანობა არ არის - ეს რეპრესიაა", - წერს სალომე ზურაბიშვილი.