ხაბეიშვილი: ბორიამ უნდა გაიგოს, რომ გაკრიმინალებული ციხის ადმინისტრაცია ბიტკოინების საფულის პაროლს არ მიუტანს, თუ "დაითრიეს" მოკლავენ ბაჩიაშვილს

22.08.25 15:14
ხაბეიშვილი: ბორიამ უნდა გაიგოს, რომ გაკრიმინალებული ციხის ადმინისტრაცია ბიტკოინების საფულის პაროლს არ მიუტანს, თუ "დაითრიეს" მოკლავენ ბაჩიაშვილს

“ბორიამ უნდა გაიგოს, რომ ეს გამათხოვრებული, გაკრიმინალებული, გაწუწკებული ციხის ადმინისტრაცია ბიტკოინების საფულის პაროლს მას არ მიუტანს! თუ "დაითრიეს" მოკლავენ ბაჩიაშვილს და “შემოგვაკვდა თქვენი პაროლების ძიებაში-ო”, ეტყვიან” -  ამის შესახებ სოციალურ ქსელში “ნაციონალური მოძრაობის” პოლიტსაბჭოს თავმჯდომარე, ლევან ხაბეიშვილი წერს.

ხაბეიშვილი ამბობს, რომ "იუსტიციის სამინისტრომ უპრეცედენტო სიბრიყვე გაავრცელა, თითქოს პატიმარმა ციხის ადმინისტრაცია მოისყიდა, რომ საკუთარი თავი ეწამებინა!".

მისივე თქმით, მინისტრ პაატა სალიას დაავალეს და შეასრულებინეს ივანიშვილისდ ავალება - "პაატა სალიას რა ნამუსით უნდა ერქვას მინისტრი?! - დაირქვას ბანდფორმირების ყოჩი, ლიდერი".

ივანიშვილის შვილობილის (ასე ეძახდა თავად) წინააღმდეგ უპრეცედენტოდ, გაუგონრად დიდი დანაშაული, სიბრიყვე გაავრცელა იუსტიციის სამინისტროდ წოდებულმა, აბსოლუტურად უპასუხისმგებლო "ფეიკ” დაწესებულებამ!!! 

“ბაჩიაშვილმა მოისყიდა ციხის ადმინისტრაცია, თანამშრომლები, რომ საკუთარი თავი ეწამებინა” - ეს თქვეს ოფიციალურად!!!

ტროლ-ბოტმა, ან ზარქუამ კი არ მობოდა, არამედ ოფიციალურად გაავრცელეს ეს ინფორმაცია.

გლდანის ციხეში, ხომ მოისყიდა პატიმარმა "ყველა" და ბიძინას ტყვეობაში მყოფი, თურმე ქსანშიც მისწვდა ციხის ხელმძღვანელობას და გლდანში გადმოაყვანინა პატიმარი, რომელიც ასევე, გლდანის ციხიდან ქსნის ციხეში "შეკერა".

მათი ვერსიის მიხედვითაც, აბსოლუტური “ბარდაგი” და განუკითხაობაა სისტემაში - მკვლელები, დაქირავებული კილერები, ციხის კრიმინალი, მექრთამე "შეფები", აღებ-მიცემობა. 

პაატა სალიას რა ნამუსით უნდა ერქვას მინისტრი?! - დაირქვას ბანდფორმირების ყოჩი, ლიდერი!!!

შეასრულებინეს, დაავალეს და ახლა, ისევ წვრილფეხობას აწმენდენ ხელს.

დამსმენი, აფერისტი და გადამგდებია ივანიშვილი და ცხადია, ყველას გაწირავს!!! 

ბორიამ უნდა გაიგოს, რომ ეს გამათხოვრებული, გაკრიმინალებული, გაწუწკებული ციხის ადმინისტრაცია ბიტკოინების საფულის პაროლს მას არ მიუტანს!!!

თუ "დაითრიეს" მოკლავენ ბაჩიაშვილს და “შემოგვაკვდა თქვენი პაროლების ძიებაში-ო”, ეტყვიან.

4 ოქტომბერს უნდა დავიხსნათ თავი და გაიმარჯვოს ქართველმა ხალხმა - ყველა რუსთაველზე.” - წერს ლევან ხაბეიშვილი.

  • პენიტენციურმა სამსახურმა გუშინ განცხადება გაავრცელა, სადაც ირწმუნება, რომ 11 ივლისს „გლდანის ციხეში“ თანაინვესტირების ფონდის ყოფილი ხელმძღვანელის ცემა შესაძლოა ინსცენირებული იყოს.

გავრცელებულ განცხადებაში, პენიტენციური წერს, რომ "გამოკვეთილი გარემოებები აჩენს საფუძვლიან ეჭვს, რომ შესაძლოა სპეციალური პენიტენციური სამსახურის კონკრეტული თანამშრომლები, მათი გავლენის ქვეშ მყოფი პატიმრები და მსჯავრდებული გ. ბაჩიაშვილი ურთიერთშეთანხმებულად მოქმედებდნენ".

მათივე განცხადებით, "ასევე, გარკვეულ ეჭვებს ბადებს კ. მეტრეველის ბ. ბაჩიაშვილთან ერთ საკანში მოთავსების მოტივაციაც".