"ეს ვერდიქტი მოსამართლემ საკუთარ თავს გამოუტანა" - გიორგი ახობაძე მუსელიანცის განაჩენის შემდეგ

22.08.25 15:36
"ეს ვერდიქტი მოსამართლემ საკუთარ თავს გამოუტანა" - გიორგი ახობაძე მუსელიანცის განაჩენის შემდეგ

"ეს ვერდიქტი მოსამართლემ საკუთარ თავს გამოუტანა" - ამის შესახებ ექიმმა, გიორგი ახობაძემ არჩილ მუსელიანცის განაჩენის შემდეგ განაცხადა. 

გიორგი ახობაძის თქმით, რანაირი კანონმდებლობითაც არ უნდა შეხედო 500-ლარიანი ზიანისთვის 4 წლიანი ციხე და 3 000 ლარი ჯარიმა არაფერში არ ჯდება საერთოდ.

ეს ვერდიქტი, ალბათ, მოსამართლემ საკუთარ თავს გამოუტანა პირველ რიგში იმიტომ, რომ რანაირი კანონმდებლობითაც არ უნდა შეხედო 500-ლარიანი ზიანისთვის 4 წლიანი ციხე და პლუს 3 000 ლარი ჯარიმა არაფერში არ ჯდება საერთოდ. 

როგორც წეღან აღვნიშნე, ეს არის ჩვეულებრივი შურისძიება, რომელსაც ჩუქნიან შინაგან საქმეთა სამინისტროს, რომ შემდგომში რომ დასჭირდებათ კიდევ ხალხის ცემა, მოტივირებულები იყვნენ, რომ ხელშეუხებლები არიან," - ამბობს გიორგი ახობაძე. 

დღეს, მოსამართლე გიორგი არევაძემ სინდისის პატიმარი, არჩილ მუსელიანცი 4 წლით ციხეში გაუშვა. სასამართლომ 29 წლის მუსელიანცს პატიმრობა 534 ლარიანი ჯებირის დაზიანებისთვის მიუსაჯა.

ცნობისთვის, არჩილ მუსელიანცი 2024 წლის 30 ნოემბერს დააკავეს. თავდაპირველად ის ადმინისტრაციული მუხლით იყო დაკავებული, თუმცა შემდეგში, აღნიშნული მუხლი სისხლის სამართლით ჩადენილი დანაშაულით, 187-ე მუხლის მეორე ნაწილით გადაუკვალიფიცირდა, რაც გულისხმობს სხვისი ნივთის განზრახ დაზიანებას და განადგურებას.