TI-ის პასუხი რაჟდენ კუპრაშვილს, თუ რატომ არ დარეგისტრირდნენ ე.წ. ფარას კანონით გათვალისწინებული მოთხოვნის შესაბამისად

22.08.25 16:43
TI-ის პასუხი რაჟდენ კუპრაშვილს, თუ რატომ არ დარეგისტრირდნენ ე.წ. ფარას კანონით გათვალისწინებული მოთხოვნის შესაბამისად

“საერთაშიროსო გამჭირვალობა“ საქართველო  რაჟდენ კუპრაშვილს პასუხობს. გავლენიან ორგანიზაციაში აინტერესებთ, კონკრეტულად მათი საქმიანობის რომელ ნაწილს მიიჩნევენ ანტიკორუფციულ ბიუროში პოლიტიკურ საქმიანობად.

გავლენიანი ორგანიზაცია წერს, რომ ხალხის დახმარების შემზღუდავი კანონი, მათზე ვერ გავრცელდება, რადგან არც  ამერიკული FARA და არც მისი ქართული თარგმანი არ ვრცელდება სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციებზე.

ჩვენი პასუხი კითხვაზე, თუ რატომ არ დავრეგისტრირდით ე.წ. ფარას კანონით გათვალისწინებული მოთხივნების შესაბამისად, -შემდეგია:
🔹არც ამერიკული FARA და არც მისი ქართული თარგმანი არ ვრცელდება სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციებზე, შესაბამისად ეს კანონი ჩვენ არ გვეხება. 
🔹ხელისუფლება აპელირებს რომ ე.წ. ქართული ფარა ამერიკული ფარას ანალოგია, თუმცა „საერთაშორიაო გამჭვირვალობის“ აშშ-ს ფილიალი ამერიკულ ფარაში რეგისტრირებული არაა. 
🔹ივანიშვილი/კუპრაშვილის ანტიკორუფციული ბიუროს უფროსის ქმედებები ჩვენი ორგანიზაციის მიმართ არის უკანონო. მან საკუთარ თავს მიანიჭა უფლებები, რაც კანონით გათვალისწინებული არ არის. 
🔹„საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველო“  მიერ  25 წელზე მეტი ხნის  განმავლობაში კორუმპირებული ჩინოვნიკების გამოვლენა და კორუფციასთან ბრძოლა, არჩევნების დროს დარღვევების გამოვლენა, უფასო იურიდიული კონსულტაციებით ათასობით მოქალაქის დახმარება, საქართველოს მოქალქეებისთვის მიწის რეგისტრაციებში დახმარება, ასობით უკანონოს გათავისუფლებული საჯარო მოხელეების დახმარება, სახელმწიფო ინსტიტუტების და რეფორმების ხელშეწყობა, მედიის წაფმომადგენელთა უფლებების დაცვა, საჯარო სამსახურის შესაძლებლობების განვითარება და საქართველოს ევრო ატლანტიკური ინტეგრაციის ხელშეწყობა არის პირველ რიგში საქართველოს მოქალაქეების ინტერესი და საქართველოს კონსტიტუციის და კანონმდებლობის შესაბამისად მოქმედება.  
🔹ივანიშვილი/ კუპრაშვილის ბიუროს ამ ქმედებების მთავარ მიზანს ქართული სამოქალაქო საზოგადოების  დევნა წარმოადგენს. ასევე საქართველოში რუსული ტიპის კლეპტოკრატიული მმართველობის სისტემის დამყარება,- წერს ორგანიზაცია გავრცელებულ განცხადებაში.