18 წლის შშმ პირი ინტუბირებულია და რეანიმაციაში წევს - ოჯახის თქმით, პაციენტს კლინიკებში არ იღებდნენ

22.08.25 17:51
18 წლის შშმ პირი ინტუბირებულია და რეანიმაციაში წევს - ოჯახის თქმით, პაციენტს კლინიკებში არ იღებდნენ

18 წლის შშმ პირი ინტუბირებულია და რეანიმაციაში წევს- ანზორ დავითურიანის დედა, მაია ბარათაშვილი ყვება, რომ ღამის განმავლობაში ის ოთხ სხვადასხვა კლინიკაში იმყოფებოდა, თუმცა მის შვილს არავინ იღებდა. 

როგორც მშობელი ამბობს, ბოლო კლინიკაში პაციენტის ოჯახი პოლიციის თანხლებით მივიდა, თუმცა საათების განმავლობაში მოუწიათ ლოდინი. 

ამ დროისთვის ანზორ დავითურიანს ორივე ფილტვის არეში პნევმონია აღენიშნება და კლინიკა "ჯეოჰოსპიტალსის" რეანიმაციაში, მართვით სუნთქვაზეა.

  • "ჯეოჰოსპიტალში" ამბობენ, რომ მზად არინ პაციენის მდგომარეობის შესახებ კომენტარი გააკეთონ, თუმცა ამისთვის საჭიროა ოჯახის ნებართვა, რაზეც თანხმობა არ აქვთ. ამის შეზღუდვის გამო კლინიკაში კომენტარს ვერ აკეთებენ, კლინიკაში განმარტევენ, რომ პაციენტს ყველა სამედიცინი პროცედურა ჩაუატარეს.
  • კლინიკა იმასაც აცხადებენ, რომ პაციენტის მშობლებს შვილის ნახვის უფლება მისცეს.

ის სავადმყოფო, პირველი სადაც მივედი, უარი მითხრეს მიღებაზე რომ იყო მძიმე პაციენტი, ვერ გამოიკვლევდნენ იქ და თან არ ჰქონდათ ადგილი. ეს იყო მიზეზი და იქვე გამოვიძახე სასწრაფო და სადმე სხვაგან, სადაც შეიძლებოდა, რომ გადაეყვანათ, რეკავდა სასწრაფო კლინიკებში, ყველა უარს იძახდა მიღებაზე. ბოლოს გადაწყვიტეს, რომ გერმანული კლინიკა იყო, დიდუბეში, ელიავაზე, გადაგვიყვანეს მანდ. 

გადმოვსვით ბავშვი ეტლში, უნდა შეგვეყვანა კლინიკაში და როგორც კი კარებს გავცდით იქვე გვითხრეს, რომ ამ ბავშვს ვერ მიიღებდნენ იმიტომ, რომ არ ჰქონდათ სათანადო პირობები, რაც სჭირდებოდა ამ ბავშვს და არ ჰქონდათ კვლევები, არც MRT იყო. გაგვიშვეს ინგოროყვას კლინიკაში.

ინგოროყვას კლინიკაში მივედით, აქ მითხრეს, რომ გაფუჭებული აქვთ MRT  აპარატი უკვე 6 თვეა, არც ფსიქიატრი არ ყავთ და აქედან გამომდინარე უნდა მოვძებნო ისეთი კლინიკა სადაც ფსიქიატრიც შეაფასებდა ბავშვის მდგომარეობას. 

იქაც რომ არ მიგვიღეს დავრეკე პოლიციაში. ვთხოვე პოლიციას დახმარება, რომ რომელიმე კლინიკაში მომყოლოდნენ, რომ იქნებ მივეღე ვინმეს. გამოიძახეს სასწრაფო, ერთად, მე, პოლიციის თანამშრომლები და სასწრაფოს ეკიპაჟი მოვედით ამ კლინიკაში. 

5 საათი ზუსტად ამ ადგილზე, ამოიღონ კამერები და ნახონ რამდენი ხანი ვიდექი ბავშვთან ერთად, ანგრევდა მანქანას, არ გაჩერებულა 4-5 საათის განმავლობაში, ბავშვი იჯდა მანქანაში. 

ბავშვი არის საშინელ მდგომარეობაში, გუშინ, რომ მოვიყვანე ვფიქრობდი, რომ ბავშვს სტკიოდა კბილი და დღეს უნდა ამოეღოთ 2 კბილი და ახლა წევს რეანიმაციაში, მძიმე მდგომარეობაშია, მართვით სუნთქვაზე," - აცხადებს მაია ბარათაშვილი. 

უფლებადამცველი თამარ იარაჯულის თქმით, კლინიკებში ოჯახს ეუბნებოდნენ, რომ პაციენტს არაფერი სჭირდა და ან სახლში, ან ფსიქიატრიულში უნდა გადაეყვანათ.  

მისი თქმით, საქართველოში, ხშირ შემთხვევაში, კლინიკები შშმ პირებს ეუბნებიან, რომ ფსიქიატრიულში წავიდნენ - "ეს განსაკუთრებით ეხება შშმ პირებს, რომელსაც მეტყველება არ შეუძლიათ და ვერ გადმოსცემენ სიმპტომებს".

არის ეს უბედური პოლიტიკა ქვეყანაში, რომ ადამიანი, როდესაც არის შშმ პირი, ეს ბავშვია თუ ზრდასრული პირი მნიშვნელობა არა აქვს, კლინიკაში ნებისმიერი მწვავე დიაგნოზით ან დაუსმელი დიაგნოზით, მწვავე ჯანმრთელობის მდგომარეობით როდესაც შედიხარ, ყველაფერზე გეუბნებიან, რომ უნდა წახვიდე ფსიქიატრიულში. ეს განსაკუთრებით ეხება შშმ პირებს, რომელსაც მეტყველება არ შეუძლიათ და ვერ გადმოსცემენ სიმპტომებს, რა ტკივილები აქვთ. 

გუშინ, წინა ღამეს, გვეუბნებოდნენ, რომ პაციენტს საერთოდ არაფერი არ ჭირს და უნდა გადასულიყო ან სახლში, ან ფსიქიატრიულში და არ ჰქონდა არფერი ჯანმრთელობის პრობლემა და დილით ხვდება რეანიმაციაში, ინტუბირებული აპარატზე.

დღეს ზუსტად ეს კითხვა დავსვით, რომ გუშინ, რომ ჩვენ არ გვეძალადა და არ დაგვეტოვებინა კლინიკაში ამ პნევმონიით რასაც ახლა გვეუბნებით, რა მოხდებოდა და გვითხრეს, რომ მკვდარს მოიყვანდით. ფაქტობრივად სახელმწიფო არის მკვდარი," - ამბობს თამარ იარაჯული.  

მსგავსი სიახლეები