სინდისის პატიმრების რიცხვი კიდევ ერთით გაიზარდა - რა მტკიცებულებებით გაუშვეს არჩილ მუსელიანცი 4 წლიან პატიმრობაში

22.08.25 20:18
სინდისის პატიმრების რიცხვი კიდევ ერთით გაიზარდა - რა მტკიცებულებებით გაუშვეს არჩილ მუსელიანცი 4 წლიან პატიმრობაში

29 წლის არჩილ მუსელიანცი 4 წლით ციხეში დღეს მოსამართლე არევაძე 534 ლარის ღირებულების ზარალის გამო გაუშვა. ბრალდებული ხელოსნისთვის სასამართლოს პოლიტიკური ვერდიქტი მოულოდნელი არ ყოფილა. იცოდა, რომ სამშობლოს დაცვისთვის ბევრი წლით გისოსებში გამოკეტავდნენ, ამიტომ განაჩენის გამოცხადებამდე წინასწარ დაწერილი წერილი დედობილს გამოუგზავნა. 

არჩილ მუსელიანცი ობოლია, პროევროპულ აქციებზე გაიცნო ოშაყმაშვილი, რომელიც მის დედობილად იქცა. "ერთს გრთოვთ, იბრძოლეთ," - ეს არის დღეს ციხეში გაშვებული ახალგაზრდის მთავარი სათქმელი ხალხისთვის. 

არჩილ მუსელიანცს გამოძიება კაბელების დაწვას ედავება. მთავარ და ერთადერთ მტკიცებულებად საქმეში დევს პროპაგანდისტური მედიით გავრცელებული კადრები, რითაც ბრალდების მხარე ამტკიცებდა, რომ ჩანაწერში მუსელიანცი იყო, რაც ექპერტიზამ ვერ დაადასტურა. ექსპერტებმა ვერ უარყვეს ისიც, რომ ვიდეომტკიცებულება დამონტაჟებული იყო. 

ვრცლად ნახეთ ნანუკა ქაჯაიას რეპორტაჟში.