აბასთუმანში 26 წლის კაცის ცხედარი იპოვეს

22.08.25 19:19
აბასთუმანში 26 წლის კაცის ცხედარი იპოვეს

აბასთუმანში 26 წლის კაცის ცხედარი იპოვეს. მას ცეცხლსასროლი იარაღით ჭრილობა თავის არეში აქვს მიყენებული. ამის შესახებ ინფორმაციას "სამხრეთის კარიბჭე" ავრცელებს. 

გამოცემის ცნობით, ცხედარი, გუშინ, 21 აგვისტოს, საღამოს საათებში, ტყეში ნახეს. 

ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ახალციხის ბიუროს ექსპერტმა, დავით მერაბიშვილმა გამოცემას განუცხადა, რომ ცხედარს ექსპერტიზა უკვე ჩაუტარდა. 

ცხედარს უკვე ჩაუტარდა ექსპერტიზა, არ ვიცით, რა მოხდა. ცეცხლსასროლი იარაღით აქვს ჭრილობა მიყენებული თავის არეში. გარდაცვლილი 1999 წელს იყო დაბადებული," - განაცხადა დავით მერაბიშვილმა.

მომხდართან დაკავშირებით, შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 115-ე მუხლით დაიწყო, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს.

მსგავსი სიახლეები