შშმ პირს კლინიკებში არ იღებდნენ - რეგულირების სააგენტო მომხდარის მოკვლევას იწყებს
რეგულირების სააგენტო მოკვლევას იწყებს. საქმე ეხება 18 წლის შშმ პაციენტს, რომლის მიღებაზეც 4-მა საავადმყოფომ უარი განაცხადა. ახალგაზრდა მთელი ღამის განმავლობაში კლინიკიდან კლინიკაში დაჰყავდათ, თუმცა მისი მდგომარეობიდან გამომდინარე, ექიმები მიღებაზე უარს ამბობდნენ და პაციენტის ფსიქიატრიულ კლინიკაში გადაყვანას ითხოვდნენ. არადა, ახალგაზრდას ორივე ფილტვის პნევმონია ქონდა. ამ დროისთვის 18 წლის ბიჭი რენიმაციაშია და მართვით სუნთქვაზეა.
უფლაბდამცველები პირდაპირ ამბობენ, რომ სახელმწიფო შშმ პირებზე არ ზრუნავს.
ვრცლად ნახეთ ხატია სამხარაძის ჩართვაში.