"მიგ-29"-ის ჩამოვარდნის შედეგად უკრაინელი პილოტი დაიღუპა

23.08.25 10:33
"მიგ-29"-ის ჩამოვარდნის შედეგად უკრაინელი პილოტი დაიღუპა

"მიგ-29"-ის ჩამოვარდნის შედეგად უკრაინელი პილოტი დაიღუპა - ამის შესახებ უკრაინის საჰაერო ძალები იტყობინება.

მათივე ცნობით, დაღუპული 47 წლის მაიორი სერგეი ბონდარია.

უკრაინის საჰაერო ძალების ცნობით, პილოტი საბრძოლო დავალების შესრულების შემდეგ, „მიგ-29“ ტიპის გამანადგურებლით დაშვებისას დაიღუპა. „მიგ-29 ტიპის გამანადგურებლის პილოტი, 1979 წელს დაბადებული, მაიორი სერგეი ბონდარი დაშვებისას დაიღუპა“, - აცხადებს უკრაინის საჰაერო ძალები.

ავიაკატასტროფის გამომწვევი მიზეზები ამ დროისთვის უცნობია, მომხდარის დასადგენად გამოძიება მიმდინარეობს.