რა გეგმა აქვს ოპოზიციას და როგორ უნდა გაგრძელდეს წინააღმდეგობა?

23.08.25 11:40
რა გეგმა აქვს ოპოზიციას და როგორ უნდა გაგრძელდეს წინააღმდეგობა?

რა გეგმა აქვს ოპოზიციას და როგორ უნდა გაგრძელდეს წინააღმდეგობა? - პოლიტიკოსი ბორის ჩელე ყურუა ამბობს, რომ ბრძოლის ველზე, ამ ეტაპისთვის მხოლოდ ლევან ხაბეიშვილის ინიციატივა არის ლოგიკური და არაბუნდოვანი. 

მისი თქმით, გასაგებია ის კრიტიკაც, რაც თარიღთან დაკავშირებით არსებობს, საუბარია 4 ოქტომბერზე, თუმცა ყურუას თქმით, მნიშვნელოვანი მაინც ის არის, რომ ბრძოლის ნებისმიერი გზა უნდა იყოს მარტივად გასაგები საზოგადოებისთვის

რა გზაც არ უნდა აირჩიონ პოლიტიკურმა პარტიებმა, ყველას უნდა ესმოდეს, რომ ამ გზაზე ბოლოში გასვლას სჭირდება ის, რომ ამომრჩევლების დიდი რაოდენობა გიჭერდეს მხარს. შესაბამისად გზა და მეთოდი არ უნდა იყოს ბუნდოვანი და უნდა იყოს ლოგიკური. ჯერ რასაც ვხედავ ველზე, მხოლოდ ხაბეიშვილი ინიციატივა არის ლოგიკური, არაბუნდოვანი და ადამიანებისთვის გასაგები. გასაგებია ის კრიტიკაც, რაც თარიღთან დაკავშირებით ისმის, თუმცა, ისევ უნდა დავუბრუნდეთ იმას, რომ ნებისმიერი გზა უნდა იყოს მარტივად გასაგები", - ამბობს ბორის ჩელე ყურუა.

ახალგაზრდა პოლიტიკოსებს, ბრძოლის უალტერნატივო გზად ქუჩიდან ბრძოლა მიაჩნიათ. ვადო მაჭავარიანი ამბობს, რომ აუცილებელია რაც შეიძლება მეტი წინააღმდეგოგა გაგრძელდეს ქუჩიდან, საჭიროა მეტი აქცია და მერი რესურსი. 

ძალიან დიდი რაოდენობით ადამიანი უნდა გამოვიდეს ქუჩაში, უნდა იყოს ბევრი თარიღი, იმიტომ, რომ ბევრი რაღაც გვიახლოვდება. უვიზო შეიძლება შეაჩერონ მართლა. თუნდაც გორის საკრებულოს მოღალატეობრივი განცხადება რად ღირს... ბოლომდე ამაში უნდა ვიყოთ და ჩვენი ყველანაირი რესუსრი ამ ყველაფერში უნდა ჩავდოთ, რომ ამ ბრძოლაში გავიმარჯვოთ და არ უნდ ავიძახოთ 2 თვეში, სამ თვეში სამ სკამს გამოვგლიჯავ, ოთხ სკამს გამოვგლიჯავ. არ უდნა იყოს ამაზე საუბრი ჩემი აზრით.

რა გეგმა აქვს არჩევნების ბოიკოტის მომხრე 8 ოპოზიციურ პარტიას? - საჯარი კითხვით თანაგუნდელებს ლევან ხაბეიშვილი მიმართავს.

"გავიგეთ, რომ "ბოიკოტში" ხართ და მერე?! თუ აქცია, პროტესტის ორგანიზებას არ აკეთებ, წინააღმდეგობის გაწევა, მშვიდობიანად, ხალხის ძალით დამხობასაც არ ემხრობი - აბა რა გინდა?!" - ხაბეიშვილი.

"ნაციონალური მოძრობის" პოლიტსაბჭოს თავმჯდომარე ოპოზიციას სთხოვს თქვან, ვინ რას აპირებს 4 ოქტომბრამდე ან მის შემდეგ ივანიშვილის მთავრობის შესაცვლელად.