"პირველებისთვის" თბილისში მომხდარი მკვლელობის დეტალები ხდება ცნობილი

23.08.25 12:44
"პირველებისთვის" თბილისში მომხდარი მკვლელობის დეტალები ხდება ცნობილი

"პირველებისთვის" თბილისში მომხდარი მკვლელობის დეტალები ხდება ცნობილი - მოკლულია 22 წლის ლუკა დარასელია. 

ახალგაზრდა კაცის განზრახ მკვლელობის ბრალდებით დაკავებულია 25 წლის თეკლა გერსამია. 

ორივე მათგანი სამეგრელოდანაა და როგორც მათი ნაცნობები პირად საუბრებში ტვ პირველს ეუბნებიან, წყვილმა ერთად ცხოვრება რამდენიმე დღის წინ გადაწყვიტა. 

ერთ-ერთი ვერსიით, მკვლელობამდე წყვილმა იჩხუბა, ადგილი ჰქონდა ფიზიკურ დაპირისპირებასაც, რა დროსაც ქალმა ქმარი სამზარეულოს დანით სასიკვდილოდ დაჭრა. 

ჩვენთვის მოწოდებული ინფორმაციით, მომხდარის შემდეგ 112-ში ქალმა თავად დარეკა და პოლიციას ჩაბარდა.

მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 109-ე მუხლის "კ" ქვეპუნქტით მიმდინარეობს, რაც ოჯახის წევრის მიმართ დამამძიმებელ გარემოებაში ჩადენილ განზრახ მკვლელობას გულისხმობს.