"მეუბნებოდნენ არაფერი სჭირსო და დღეს, ჩემი შვილი კვდება" - დედის თქმით, 18 წლის შშმ პაციენტის მდგომარეობა დამძიმდა
18 წლის შშმ პაციენტის მდგომარეობა დამძიმდა - განსაკუთრებული საჭიროების მქონე მოზარდის ოჯახი დახმარებას ითხოვს.
დაგვიანებული ჰოსპიტალიზაციით კლინიკაში შეყვანილი ბიჭის, ანზორ (გიორგი) დავითურის დედა, მაია ბარათაშვილი ამბობს, რომ თავდაპირველად ექიმებმა უთხრეს, ამიტომ მისთვის დაუჯერებელია, როგორ დამძიმდა ბიჭის მდგომარეობა ერთ დღეში - "მეუბნებოდნენ არაფერი სჭირსო და დღეს, ჩემი შვილი კვდება".
2-3 დღეში ბავშვი ფაქტობრივად სიკვდილის პირას არის მისული, რომელიც სასიკვდილოდ არ იყო განწირული. კვდება ბავშვი და ვინმემ მოგვაქციეთ ყურადღება და ვინემ მოვიდეს. ამაზე პასუხი ვისაც ეკუთვნსი გამცეს. რომ შემოვედი კლინიკაში თვითონ აღნიშნავდნენ, რომ ბავშვს არაფერი ჰქონდა, არც ანთებითი პროცესი ჰქონდა და არც არაფერი და მეუბნებოდნენ წაიყვანე ფსიქიატრიუულ კლინიკაშიო. ახლა ჩემი შვილი დღეს კვდება და ამაზე პასუხი არიციან. ხან ამბობნ, რომ ერთ დღეში შეიძლება დამძიმებულიყოო. შეიძლება ეს პნევმონია გართულებულიყოო, არადა თავიდან გადაიღეს და მითხრეს არაფერი ჰქონდაო. ვინმე მოვიდეს, აქ ბავშვს ვერ დავტოვებ, იმიტომ, რომ აქ ბავში მომიკვდება.
შშმ პირების უფლებადამცველები ჯანდაცვის სამინისტროს დაუყოვნებლივი რეაგირებისკენ მოუწოდებენ, ამბობენ, რომ ახლა ყოველი წამი შეიძლება გადამწყვეტი იყოს.
"ახლა საქმე სიკვდილ-სიცოცხლეს ეხება" - ამბობს უფლებადამცველი თამარ იარაჯული, რომელიც კლინიკაში მინისტრ მიხეილ სარჯველაძის მისვლას ითხოვს.
სასწრაფოდ სახელმწიფოს მივმართავ, მოვიდნენ, როგორც მის ოჯახის წევრებთან მოვიდოდნენ. პასუხისმგებლობა ეკისება მათ, რადგან სამი დღეა მათ ამ ინფორმაციას ვაწვდით. დაუყოვნებლივ უნდა გადავიყვანოთ, თუ ამაზე სტამბოლი დაგვთანხდება, საუკეთესო რეანიმაციაში და თუ აქაური და იქაური ექიმები უარს იტყვიან, რომ მგზავრობა საფრთხეს შეუქმნის ამ ადამიანს, ამ შემთხვევაში, საქართველოში მოვიძოთ საუკეტესო რეანიმატოლოგები და 24 საათი დააყენეთ ამ ადამიანს თავზე. ეს ადამიანი არის სიკვდილ-სიცოცხლის ზვღვარზე. კვდება ადამიანი, მეტი როგორ განვმარტო და კვდება იმიტომ, რომ რაღაცა დაგვიანა ოჯახმა, ძალიან ბევრი დღე სასწრაფოს იძახებდა და მერე მთელი დღე იხვეწებოდა, რომ კლინიკაში შეეყვანათ. ეს არის სახელმწიფო დანაშაული.
ცნობისთვის, გუშინ 18 წლის შშმ პაციენტის მშობელმა განაცხადა, რომ მისი შვილის მიღებაზე 4-მა საავადმყოფომ უარი განაცხადა. მსიივე თქმით, ახალგაზრდა მთელი ღამის განმავლობაში კლინიკიდან კლინიკაში დაჰყავდათ, თუმცა მისი მდგომარეობიდან გამომდინარე, ექიმები მიღებაზე უარს ამბობდნენ და პაციენტის ფსიქიატრიულ კლინიკაში გადაყვანას ითხოვდნენ.