ნანგრევებიდან ამოყვანილი კაცის მდგომარეობა გაუმჯობესდა

12.10.21 11:59
ნანგრევებიდან ამოყვანილი კაცის მდგომარეობა გაუმჯობესდა

ბათუმში საცხოვრებელი კორპუსის ჩამონგრევისას დაშავებული 37 წლის კაცის მდგომარეობა გაუმჯობესდა.

პაციენტის მდგომარეობა დღეისთვის სტაბილურია, გვაქვს დადებითი დინამიკა, მეტად აქტიურია, ადეკვატურია. მისი სასიცოცხლო მაჩვენებლები ყველა ნორმაშია მოსული. პაციენტთან ძირითადად მუშაობენ ქირურგები და ნევროლოგები. თუ ასეთი სტაბილური მდგომარეობა შენარჩუნდა, ვგეგმავთ, ხვალ გადავიყვანოთ სტაციონარულ განყოფილებაში", - განაცხადა კლინიკა "მედცენტრის" დირექტორმა მედეა ქაჯაიამ.

ბათუმში კორპუსის ჩამონგრევის შედეგად სულ  9 ადამიანია გარდაცვლილი. გარდაცვლილებს შორის 3 არასრულწლოვანია.

კორპუსი ბათუმში, 8 ოქტომბერს ჩამოინგრა. საქმის მასალების მიხედვით, გამოძიებით დაადგინა, რომ საცხოვრებელი კორპუსის ერთი სადარბაზოს ჩამონგრევა პირველ სართულზე სამშენებლო-სარემონტო სამუშაოების უსაფრთხოების წესების უხეში დარღვევით წარმოებამ გამოიწვია.

უმძიმესი ტრაგედიის გამო საქართველოში 11 ოქტომბერი გლოვის დღედ გამოცხადდა. 

 

მსგავსი სიახლეები