კიდევ რას მოიგონებს ივანიშვილის გონება? გვაჩვენონ ვიდეო-კადრები - ბაჩიაშვილის დედა
"ვინც არის ამ კამპანიის წამმართველი, ნამდვილად ფანტაზია უჭირს" - ასე ეხმაურება გიორგი ბაჩიაშვილის დედა, მარინა რამაზაშვილი პენიტენიციურის მეირ გამოქვეყნებულ განცხადებას, რომლის მიხედვითაც „გლდანის ციხეში“ თანაინვესტირების ფონდის ყოფილი ხელმძღვანელის ცემა შესაძლოა, თავად ბაჩიაშვილის ინსცენირებული იყოს.
მარინა რამაზაშვილი პენიტენციურს ვიდეო-კადრების გამოქვეყნებისკენ მოუწოდებს და აცხადებს, რომ ამ კადრებით ყველაფერი ხილული გახდება საზოგადოებისთვის.
კიდევ რას მოიგონებს ბატონი ივანიშვილის გონება არვიცი - ამბობს ბაჩიაშვილის დედა "ოცნების" დამფუძნებელს მიმართავს - "მოგეწონებოდა, ვიღაცას რაღაც მიზნების განხორციელებისთვის შენი შვილები რომ დაეჭირა?"
თუკი ასეთი სერიოზული გამოძიება ჩაატარეს, გვაჩვენონ ვიდეო-კადრები. რატომ არ ასაჯაროებენ ამ ვიდეოკადრებს? ვიდეოკადრებში დაინახავდა მართლა მთელი საზოგადოება, რომ მართლა ასეთი დაორგანიზებული იყო პატიმრის მიერ ეს საქმე, როგორც ეგენი იძახიან. ვინც არის ამ კამპანიის წამმართველი, ნამდვილად ფანტაზია უჭირს. კიდევ რას მოიგონებს ბატონი ივანიშვილის გონება, არვიცი. ის ხომ ყველაზე ძვირფასს ართმევს ადამიანს, ეს არის მისი დრო. ამდ როს ხომ ვეღარ დაიბრუნებს არა? და რატომ, რისი გულისთვის? მას მოეწონებოდა, რომ მასზე ვიღაცას თავის რაღაც მიზნების განხორციელებისთვის მისი შვილი დაეჭირათ და იმ ადამიანს არც კი სცოდნოდა რისთვის ჰყავთ დაჭერილი, 4 შვილი ჰყავს ხო მასაც... ან გაუშალოს აკრტები და უთხრას, რა უნდა და ნუღა აწვალებს ნურც მას და ნურც ჩვენ, ოჯახს. სახლი დავტოვე, კარი დავტოვე, ჩემი პაციენტები დავტოვე, პროფესია დავტოვე, რამდენი ადამიანი მწერს დღესაც და ტელეფონზე ვუწევ კონსულტაციას. რატომ კაცო, ექიმი არ ვიყავი მაგისი შვილების?"- აცხადებს ბაჩიაშვილის დედა.
- პენიტენციურმა სამსახურმა 21 აგვისტოს განცხადება გაავრცელა, სადაც ირწმუნება, რომ 11 ივლისს „გლდანის ციხეში“ თანაინვესტირების ფონდის ყოფილი ხელმძღვანელის ცემა შესაძლოა ინსცენირებული იყოს.
გავრცელებულ განცხადებაში, პენიტენციური წერს, რომ "გამოკვეთილი გარემოებები აჩენს საფუძვლიან ეჭვს, რომ შესაძლოა სპეციალური პენიტენციური სამსახურის კონკრეტული თანამშრომლები, მათი გავლენის ქვეშ მყოფი პატიმრები და მსჯავრდებული გ. ბაჩიაშვილი ურთიერთშეთანხმებულად მოქმედებდნენ".
მათივე განცხადებით, "ასევე, გარკვეულ ეჭვებს ბადებს კ. მეტრეველის ბ. ბაჩიაშვილთან ერთ საკანში მოთავსების მოტივაციაც".