"პენიტენციურის განცხადება ნიშნავს, რომ უსაფრთხოების სისტემა ქვეყანაში მოშლილია" - გოცირიძე ბაჩიაშვილის ცემის საქმეზე

23.08.25 13:48
"პენიტენციურის განცხადება ნიშნავს, რომ უსაფრთხოების სისტემა ქვეყანაში მოშლილია" - გოცირიძე ბაჩიაშვილის ცემის საქმეზე

გიორგი ბაჩიაშვილის ცემის საქმე - ექსპერტი უსაფრთხოების საკითხებში ანდრო გოცირიძე ამბობს, რომ  "პენიტენციურის მიერ გავრცელებული განცხადება ნიშნავს, რომ უსაფრთხოების სისტემა ქვეყანაში აბსოლუტურად მოშლილია".

გოცირიძის თქმით, როდესაც პენიტენციური ასეთ ვერიას ავითარებს და ამბობს, რომ ივანიშვილსი მილიარდების ყოფილმა მმართველმა შესაძლოა თავად დაგემა საკუთარი ცემის ინსცენირება, გოცირიძეს პენიტენციურისგან აინტერესებს," როდესაც ციხეებში ბაჩიაშვილიზე ბევრად სახიფათო პატიმრები სხედან, ისინი რას მოახერხებენ - "რას მოახერხებს მაგალიტად კრიმინალური სამყაროს ერთ-ერთი ბოსი".

ოფიციალური უწყება გევუბნება, რომ პატიმარი, რომელიც ერთ-ერთი მთავარი დაცვის ობიექტია და ერთ-ერთ მთავარ პატიმრად მიიჩნევა დღევანდელ სახელმწიფოშიც, ციხიდან აორგანიზებს სახელმწიფო მოხელეების, ოფიცრების ჩათრევით გარკვეულ მოქმედებას და შემდგომ ისე წარმოაჩენს ამას, თითქოსდა ეს იყოს სახელმწიფოს მიერ დაგეგმილი და მმართველი პარტიის მიერ დაგეგმილი. ჩვენ რა გვჯერა და რა არ გვჯერა, ცალკე საკითხია, მაგრამ როდესაც ოფიციალური განცხადება არის ამგვარი, ეს ნიშნავს, რომ უსაფრთხოების სისტემა ქვეყანაში არის აბსოლუტურად მოშლილი. ეს არის ოფიციალური განცხადება, რომელსაც უნდა ვენდოთ. და აი ვენდობი და მაქვს შეკითხვა - ამ 2 თვის დანიშნული ხელმძღვანელის გამო მოხდა სისტემაში ეს ამბავი, თუ ზოგადად, სისტემა მივიყვანეთ ამ მდგომარეობამდე, რომ იქ პატიმარს ამის დაორგანიზება შეეძლოს? თუ ეს ასეა, მაშინ იქ ბაჩიაშვილზე სახიფათო მსჯავრდებულებიც არიან. თუ უწყინარმა ბიზნესმენა, ნუ თაღლითობაშია პრინციპში მსჯავრდებული, ეს მოახერხა, რას მოახერხებს კრიმინალური სამყაროს ერთ-ერთი ბოსი, რომელიც შეიძლება იყოს ქართული პენიტენციური დაწესებულებსი ზედამხედველობის ქვეშ? - აცხადებს ანდრო გოცირიძე. 

  • პენიტენციურმა სამსახურმა 21 აგვისტოს განცხადება გაავრცელა, სადაც ირწმუნება, რომ 11 ივლისს „გლდანის ციხეში“ თანაინვესტირების ფონდის ყოფილი ხელმძღვანელის ცემა შესაძლოა ინსცენირებული იყოს.

გავრცელებულ განცხადებაში, პენიტენციური წერს, რომ "გამოკვეთილი გარემოებები აჩენს საფუძვლიან ეჭვს, რომ შესაძლოა სპეციალური პენიტენციური სამსახურის კონკრეტული თანამშრომლები, მათი გავლენის ქვეშ მყოფი პატიმრები და მსჯავრდებული გ. ბაჩიაშვილი ურთიერთშეთანხმებულად მოქმედებდნენ".

მათივე განცხადებით, "ასევე, გარკვეულ ეჭვებს ბადებს კ. მეტრეველის ბ. ბაჩიაშვილთან ერთ საკანში მოთავსების მოტივაციაც".