Politico: მაკრონი, მერცი და ტუსკი კიშინიოვში ჩავლენ
ევროპის ლიდერები მოლდოვაში ჩავლენ - როგორც Politico ემანუელ მაკრონისა და მერტის ოფისის წარმომადგენლებზე დაყრდნობით იტყობინება, საფრანგეთის პრეზიდენტი ემანუელ მაკრონი, გერმანიის კანცლერი ფრიდრიხ მერცი და პოლონეთის პრემიერი დონალდ ტუსკი 27 აგვისტოს, კიშინიოვში ჩავლენ და მოლდოვის დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებაში მიიღებენ მონაწილეობას.
"ლიდერები კიდევ ერთხელ დაადასტურებენ მათ სრულ მხარდაჭერას მოლდოვის უსაფრთხოების, სუვერენიტეტისა და ევროპული გზის მიმართ" - ამბობენ მაკრონის ოფისში.
ვიზიტი მოლდოვის საპარლამენტო არჩევნებამდე ერთი თვით ადრე იმართება, რომელიც 28 სექტემბერს არის დაგეგმილი.
Politico აღნიშნავს, რომ ლიდერების ეს ვიზიტი რუსეთის გაფრთხილებაა, რომ არ ჩაერიოს მოლდოვის შიდა საქმეებში და არჩევნებში.