18 წლის შშმ პირის თურქეთში გადაყვანის მოთხოვნით, თამუნა იარაჯულმა შიმშილობა დაიწყო

23.08.25 15:37
18 წლის შშმ პირის თურქეთში გადაყვანის მოთხოვნით, თამუნა იარაჯულმა შიმშილობა დაიწყო

18 წლის შშმ პირის თურქეთში გადაყვანის მოთხოვნით, თამუნა იარაჯულმა შიმშილობა დაიწყო - განსაკუთრებული საჭიროების მქონე მოზარდების უფლებადამცველი ითხოვს, მიხეილ სარჯველაძე და ან სამინისტროს წარმომადგენელი პირადად მივიდნენ კლინიკასთან და პირადად დაინტერესდნენ გიორგი დავითურის მდგომარეობით. 

დღეს დილიდან ძალიან ცუდი მდგომარეობა აქვს, ანალიზები ადასტურებს ამას და ის, რომ აქამდე იყო კლინიკური დანაშაული, ახლა უვკე არის სისტემური, სახელმწიფო დანაშაული. ძალიან არ მიყვარს ამ გადაწყვეტილების მიღება და სხვასაც რომ მიუღია სულ ვნერვიულობ ხოლმე, მაგრამ იმიტომ, რომ გიორგი გადარჩეს ყველა ზომას მივმართავ, დავიწყე შიმშილობა. ახლა რომ გითხრათ, ვინმეს დიდად ააღელვებს ჩემი შიმშილობა, ამის განცდაც არ მაქვს, 18 წლის ბიჭი კვდება აგერ და ამაზე არავინ დაგვეკონტაქტა", - აცხადებს იარაჯული "პირველებთან".

ოჯახის თქმით, დაგვიანებული ჰოსპიტალიზაციით კლინიკაში შეყვანილი ბიჭის მდგომარეობა დამძიმდა და საათობრივად უფრო მძიმდება. სწორედ ამიტომ დავითურის ოჯახი სახელმწიფოს პაციენტის თურქეთში გადაყვანაში დახმარებას სთხოვს. 

ცოტა ხნის წინ, 18 წლის ბიჭის ოჯახიეს წევრები დაუფლებადამცველები მთავრობსი კანცელარიასთანაც იმყოფებოდნენ და ირაკლი კობახიძესთან შეხვედრას ითხოვდნენ.