ემიგრაციიდან დაბრუნებულ საქართველოს მოქალაქეებს, გორში, ხელის ტრაქტორები გადაეცათ
ემიგრაციიდან დაბრუნებულ საქართველოს მოქალაქეებს, გორში, ხელის ტრაქტორები გადაეცათ - ამის შესახებ ინფორმაციას და ფოტოებს დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტო ავრცელებს.
მათი ცნობით, ამ ეტაპზე, სასოფლო-სამეურნეო სამუშაოების ხელშეწყობის მიზნით, ტექნიკა შიდა ქართლის რეგიონში მცხოვრებმა 18-მა, ხოლო, მთელი ქვეყნის მასშტაბით, 80-მდე დაბრუნებულმა მიგრანტმა მიიღო.