ნატო კიევს 2025 წლის ბოლომდე 50 მილიარდი დოლარის დახმარებას გამოუყოფს

23.08.25 16:16
ნატო კიევს 2025 წლის ბოლომდე 50 მილიარდი დოლარის დახმარებას გამოუყოფს

ნატო კიევს 2025 წლის ბოლომდე 50 მილიარდი დოლარის დახმარებას გამოუყოფს - ამის შესახებ ნატოს სამხედრო კომიტეტის თავმჯდომარემ, ჯუზეპე კავო დრაგონემ იტალიურ გაზეთ „კორიერე დელა სერასთან“ ინტერვიუში განაცხადა.

მისი თქმით, იანვრიდან მოყოლებული, ალიანსმა ამ მიზნებისთვის უკვე გამოყო 33 მილიარდი დოლარი. 

დრაგონემ განაცხადა, რომ ნატო გააგრძელებს დახმარების გაზრდას. 

„ჩვენ ვაპირებთ სამხედრო დახმარების გაგრძელებას და მის გაზრდასაც კი. ახლა ნათელია, რომ უკრაინელები დიალოგს ეძებენ, მაგრამ რუსებს ეს არ სურთ და დროს აჭიანურებენ.

ვიმედოვნებ, რომ პუტინის წინააღმდეგ შიდა დაძაბულობის გაზრდისკენ მიმართული სანქციები გამკაცრდება. ჩვენი იმედი მდგომარეობს იმაში, რომ მივცეთ უკრაინას საშუალება ძალის პოზიციიდან აწარმოოს მოლაპარაკებები“, - განაცხადა ჩრდილოატლანტიკური ალიანსის მაღალი თანამდებობის პირმა.