"კი ევროპას - დაიცავი შენი მომავალი" - 30 აგვისტოს თბილისში აქცია დაანონსდა
"კი ევროპას - დაიცავი შენი მომავალი" - ამ სახელწოდებით დაანონსდა აქცია თბილისში 30 აგვისტოს.
მოქალაქეები 19:00 საათზე პარლამენტის უკანა ეზოში შეიკრიბებიან და ერთად მოითხოვენ ევროკავშირის რეკომენდაციების შესრულებას.
30 აგვისტოს, 19:00 საათზე, ვიკრიბებით პარლამენტის უკანა ეზოში.
ერთად მოვითხოვოთ ევროკავშირის რეკომენდაციების შესრულება:
• რეპრესიული კანონების გაუქმება!
• პოლიტპატიმრების გათავისუფლება!
• ახალი და სამართლიანი საპარლამენტო არჩევნები!"- წერია აქციის ორგანიზატორების მიერ გავცრელებულ ინფრმაციაშია.