გავრცელებული ინფორმაციით, ქართველი საჯარო მოხელეებისთვის შვედური სასწავლო პროგრამის კარი იხურება
გავრცელებული ინფორმაციით, ქართველი საჯარო მოხელეებისთვის შვედური სასწავლო პროგრამის კარი იხურება. აღნიშნული ინფორმაცია გამოქვეყნებულია "ახალგაზრდა პროფესიონალების- შვედური აკადემიის" ვებ-გვერდზე და ასევე დამატებით ინფორმაციას ავრცელებს ყოფილი საჯარო მოხელე, სალომე ნატროშვილი, რომელსაც "პირველები" ესაუბრა.
ნატროშვილის თქმით, აღნიშნული პროგრამით ქართველი საჯარო მოხელეები წლების განმავლობაში სარგებლობდნენ და ადამიანები წლიდან წლამდე ელოდებოდნენ, მათ შორის საჯარო ინსტიტუციებში, ამ კონკურსის გამოცხადებას
მხოლოდ ბელორუსის და აზერბაიჯანის საჯარო მოხელეებს არ შეეძლოთ მონაწილეობა ამ პროგრამაში იმ პოლიტიკის გამო, რომელიც მათ სახელმწიფოებშია. წელს უკვე ამ ორ ქვეყანას მიემატა საქართველო - აცხადებს ყოფილი საჯარო მოხელე.
2019 წელს მე ვიღებდი მონაწილეობას ამ პროგრამაში იუსტიციის სამინისტროდან, როგორც საჯარო მოხელე. მოკლევადიანი პროგრამაა, თუმცა ძალიან მნიშვნელოვანი გამოცდილების გაზიარება ხდება და ახალი ცოდნით და იდეებით ჩამოვედი. გასულ წელს, 2024 წელს, მხოლოდ ბელორუსის და აზერბაიჯანის საჯარო მოხელეებს არ შეეძლოთ მონაწილეობა ამ პროგრამაში იმ პოლიტიკის გამო, რომელიც მათ სახელმწიფოებშია. წელს უკვე ამ ორ ქვეყანას მიემატა საქართველო. საგანმანათლებლო, კულტურულ და ჰუმანიტარულ დონეზეც კი საქართველო აღიქმება ისეთ სახელმწიფოდ შვედეთისთვის და მისი საზოგადოებისთვის, მათ შორის აკადემიური საზოგადოებისთვის. რაც ძალიან საგანგაშოა და ყურს ჭრის, არის ის,რ ომ საჯარო მოხელეებს არარ აქვთ წვდომა იმ პროგრამებზე, რაშიც მე თვითონ მონაწილეობა მაქვს მიღებული. ეს პროგრამები ეხება ნამდვილ დეცენტრალიზაციას, რაც ძალიან აქტუალურია საქართველოსთვის, ადამიანის უფლებებს, ციფრულ მმართველობას, გარემოს დაცვით საკითხებს. ეს სიგნალი უნდა გაიგონ საჯარო მათ შორის მოსამასახურეებმა, კურსდამთავრებულებმა და მათაც, ვისაც სურვილი ჰქონდათ, რომ მონაწილეობა მიეღონ. ადამიანები წლიდან წლამდე ელოდებოდნენ, მათ შორის საჯარო ინსტიტუციებში, ამ კონკურსის გამოცხადებას, რომ მასში მონაწილეობა მიეღოთ. ეს ნიშნავს, რომ "ქართულ ოცნებასთან" ინსტიტუციურად ყველა დონეზე მოშლილია თანამშრომლობის სურვილი", - აცახდებს მოქალაქე.