ტრაგედია ბათუმში - მაშველებმა დაღუპულებს უკანასკნელი პატივი მიაგეს
ტრაგედია ბათუმში - მაშველებმა დაღუპულებს უკანასკნელი პატივი მიაგეს.
ბათუმში კორპუსის ჩამონგრევის შედეგად სულ 9 ადამიანია გარდაცვლილი. გარდაცვლილებს შორის 3 არასრულწლოვანია.
კორპუსი ბათუმში, 8 ოქტომბერს ჩამოინგრა. საქმის მასალების მიხედვით, გამოძიებით დაადგინა, რომ საცხოვრებელი კორპუსის ერთი სადარბაზოს ჩამონგრევა პირველ სართულზე სამშენებლო-სარემონტო სამუშაოების უსაფრთხოების წესების უხეში დარღვევით წარმოებამ გამოიწვია.
უმძიმესი ტრაგედიის გამო საქართველოში 11 ოქტომბერი გლოვის დღედ გამოცხადდა.