პროტესტის შემდეგ, მიხეილ სარჯველაძე18 წლის შშმ პაციენტის ოჯახთან შესახვედრად კლინიკაში მივიდა

23.08.25 20:29
პროტესტის შემდეგ, მიხეილ სარჯველაძე18 წლის შშმ პაციენტის ოჯახთან შესახვედრად კლინიკაში მივიდა

პროტესტის შემდეგ, მიხეილ სარჯველაძე18 წლის შშმ პაციენტის ოჯახთან მივიდა. ჯანდაცვის მინისტრი ცოტა ხსნის წინ გამოჩნდა იმ კლინიკასთან, სადაც უკვე მეორე დღეა განსაკუთრებული საჭიროების მქონე მოზარდი მართვით სუნთქვაზეა და სიცოცხლისათვის იბრძვის.

 პაციენტის ოჯახი ამბობს, რომ მდგომარეობა მძიმეა და ყოველ საათს გადამწყვეტი მნიშვნელობა ენიჭება. 

18 წლის შშმ პირის დედა მოითხოვს, რომ მისი შვილი დაუყოვნებლივ გადაიყვანონ თურქეთის მრავალპროფილურ კლინიკაში.

დედის თქმით, 18 წლის ანზორ დავითურს კლინიკიდან კლინიკაში დაატარებდა, თუმცა სამმა საავადმყოფომ პაციენტის მიღებაზე უარი განუცხადა, საბოლოო შშმ მოზარიდ ჯეო ჰოსპიტალსმა დაიტოვა, თუმცა ოჯახი ამბობს რომ ამასობაშიი მთავარი, დრო დაიკარგაა და მდგომარეობა კიდევ უფრო დამძიმდა.