ხარაგაულში მეწყერმა ყარნებას ხეობა ჩაკეტა და მდინარე გუბდება - "მთის ამბები"

23.08.25 21:43
ხარაგაულში მეწყერმა ყარნებას ხეობა ჩაკეტა და მდინარე გუბდება - "მთის ამბები"

"მთის ამბების" ინფორმაციით, ხარაგაულის მუნიციპალიტეტის სოფლებში ღვერკსა და ხემაღალში მეწყერმა ყარნებას ხეობა ჩაკეტა და ორ საათზე მეტია მდინარე ყარნება გუბდება და ჩხერიმელას აღარ უერთდება.

როგორც ადგილობრივმა მცხოვრებლებმა „მთის ამბებს“ უთხრეს, დიდი მოცულობით წყლის დაგუბებისა და გამოხეთქვის შემთხვევაში, საფრთხე ემუქრება სოფლებს ლაშეს, ძირულას და თბილისი-ბათუმის სარკინიგზო მაგისტრალს.

"დაახლოებით ორი საათის წინ, მთის დიდი ნაწილი მოწყდა და მდინარე ყარნება გადაკეტა, რაც მოსალოდნელი იყო და ვამბობდით კიდეც, რომ ასე მოხდებოდა. წყალი გუბდება და საკმაოდ საშიში მდგომარეობაა" -ციტირებს "მთის ამბები" ადგილობრივებს.