"ჯეოჰოსპიტალში" მოთავსებული 18 წლის ბიჭის ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურად მძიმეა
ჯეოჰოსპიტალში მოთავსებული 18 წლის ბიჭის ჯანმრთელობის მდგომარეობა ისევ სტაბილურად მძიმეა. ამის შესახებ დღეს "პირველებს" გიორგი დავითურის დედამ უთხრა.
მაია ბარათაშვილი ამბობს, რომ კლინიკაში სიკვდილის პირას მყოფი შვილი არ მიუყვანია და ბავშვის მდგომარეობა ერთ ღამეში დამძიმდა, როდესაც მას არცერთი კლინიკა არ ღებულობდა.
დილით დავრეკე რეანიმაციაში, მოვიკითხე ბავშვის მდგომარეობა და მითხრეს, რომ არის იგივე, რაც იყო გუშინ, უკეთესობისკენ არაფერი, მაგრამ თავს ვიმშვიდებ იმით, რომ უარესიც არ უთქვამთ. მდგომარეობა ძალიან მძიმეა. იყო ჯანდაცვის მინისტრიც მოსული, ვისაუბრეთ. შევთანხმდით, რომ თუ რომელიმე ექიმის ცართულობა იქნებოდა საჭირო, გააკეთებდნენ ამისთვის ყველაფერს. მირჩიეს, რომ დარჩენილიყო კლინიკაში, იმიტომ, რომ უფრო მეტი საფრთხეა გადაყვანის დროს ბავშვისთვის. ვიტყვი და გავიმეორებ, არ გავჩუმდები, რომ მომაკვდავი ბავშვი მე აქ არ მომიყვანია და სიკვდილის პირას არის ბავშვი მისული, ერთ ღამეში. ბავშვი, რომელიც ენერგიით სავსე მოვიყვანე კლინიკამდე. ჩემი შვილი სიკვდილის პირას არ მომიყვანია აქ,- ამბობს მაია ბარათაშვილი.
ცნობისთვის, დედის თქმით, 18 წლის ანზორ დავითურს კლინიკიდან კლინიკაში დაატარებდა, თუმცა სამმა საავადმყოფომ პაციენტის მიღებაზე უარი განუცხადა, საბოლოო შშმ მოზარიდ ჯეო ჰოსპიტალსმა დაიტოვა, თუმცა ოჯახი ამბობს რომ ამასობაშიი მთავარი, დრო დაიკარგაა და მდგომარეობა კიდევ უფრო დამძიმდა.
გუშინ კლინიკაში მივიდა ჯანდაცვის მინისტრი. სარჯველაძე ოჯახს დაჰპირდა, რომ 18 წლის მოზარდის მკურნალობაში სხვადასხვა კლინიკებიდან რამდენიმე წამყვანი ექიმი ჩაერთვება.