თბილისში ბავშვთა საერთაშორისო ჩოგბურთის ტურნირი დაიწყო

24.08.25 12:14
თბილისში ბავშვთა საერთაშორისო ჩოგბურთის ტურნირი დაიწყო

ლეილა მესხის სახელობის ჩოგბურთის კორტებზე სტარტი აიღო ბავშვთა საერთაშორისო ტურნირმა, რომელიც ერთი კვირის განმავლობაში გაიმართება. შეჯიბრებაში მონაწილეობას 10-დან 16 წლამდე ასაკის მოზარდები მიიღებენ.

ტურნირში 17 ქვეყნის დაახლოებით 300 ახალგაზრდა ჩოგბურთელია ჩართული. თბილისში სპორტსმენები უკრაინიდან, აშშ-დან, ესპანეთიდან, გერმანიიდან, ნიდერლანდებიდან, აზერბაიჯანიდან, თურქეთიდან, ინდოეთიდან და პაკისტანიდან ჩამოვიდნენ.

საერთაშორისო ტურნირი „კოკა-კოლას“ მხარდაჭერით ტარდება. პროექტის მთავარი მიზანია ჩოგბურთის პოპულარიზაცია, ჯანსაღი ცხოვრების წესის ხელშეწყობა, ახალგაზრდა სპორტსმენების ოსტატობის ამაღლება და სპორტული ტურიზმის განვითარება საქართველოში

მსგავსი სიახლეები