ბათუმელი რეჟისორი და მსახიობი ოთარ ქათამაძე გარდაიცვალა
ბათუმელი რეჟისორი და მსახიობი ოთარ ქათამაძე გარდაიცვალა. მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა რამდენიმე დღის წინ დამძიმდა, მას შემდეგ, რაც ანევრიზმა გაუსკდა და საავადმყოფოში უგონო მდგომარეობაში გადაიყვანეს.
ქათამაძეს რამდენიმე ოპერაცია ჩაუტარდა, თუმცა მისი გადარჩენა ექიმებმა ვერ შეძლეს.