მამუკა ჩარკვიანს დღეს დაკრძალავენ

24.08.25 12:35
მამუკა ჩარკვიანს დღეს დაკრძალავენ

ქართველ მუსიკოსს და კომპოზიტორს, მამუკა ჩარკვიანს, რომელსაც დღეს, 24 აგვისტოს, უკანასკნელ გზაზე მიაცილებენ, ქაშვეთის ეკლესიიდან 14:00 საათზე გამოასვენებენ.

მამუკა ჩარკვიანი 69 წლის ასაკში გარდაიცვალა.

მრავალი წლის განმავლობაში იგი ქართული სიმღერის მნიშვნელოვანი სახე იყო. 1996 წელს მიიღო ფესტივალ „ლიგას“ პირველი პრემია ნომინაციაში – ქართული ტრადიციული სიმღერა („მწვანე რტოები“). 1999 წელს მისი სიმღერა „მაღლა და მაღლა“ XX საუკუნის საუკეთესო სიმღერად დასახელდა.

შემოქმედებითი მოღვაწეობის განმავლობაში მუსიკოსმა არაერთი ჯილდო და აღიარება მოიპოვა:

  • ოქროს დისკი წლის საუკეთესო სიმღერისთვის („ჩემი აღარა ხარ“, „გაზაფხული“, „აპრილი“, „დედის ჯერი“);
  • 2000 წელს მიენიჭა ღირსების ორდენი;
  • 2014 წლის 10 მაისს ფილარმონიის დიდ საკონცერტო დარბაზთან გაიხსნა მისი ვარსკვლავი;
  • 2023 წელს იგი გახდა თბილისის საპატიო მოქალაქე.

მსგავსი სიახლეები