"თვითონ ჩაირტყა ბიჭმა დანა და თეკლამ გამოაძრო" - რას ყვება ქმრის მკვლელობისთვის დაავებულის დედა

24.08.25 13:17
"თვითონ ჩაირტყა ბიჭმა დანა და თეკლამ გამოაძრო" - რას ყვება ქმრის მკვლელობისთვის დაავებულის დედა

ქმრის მკვლელობისთვის დაკავებული 24 წლის თეკლა გერსამია ბრალის წარდგენას წინასწარი დაკავების იზოლატორში ელოდება. "პირველებმა" რამდენიმე წუთის წინ დაკავებულის დედა ჩაწერა. ქალი მომხდარის სულ სხვა ვერსიაზე საუბრობს. ამბობს, რომ ბიჭმა დანა სადარბაზოში თავად ჩაირტყა, თეკლა კი მის გადარჩენას ბოლო წუთამდე ცდილობდა.

დაკავებულის დედა ყვება, რომ ამგვარი მანიპულაციისთვის გარდაცვლილს არაერთხელ მიუმართავს, რითაც თეკლაზე ფსიქოლოგიურ ზეწოლას ცდილობდა. 

ეგენი ერთად არ ცხოვრობდნენ. ამ ბიჭს უყვარდა ძალიან და ცდილობდა, მასთან ერთად ყოფილიყო და თეკლა წინააღმდეგი იყო. მერე ისე მოხდა, რომ ხელი მოაწერა, იმიტომ, რომ ამას ძალიან სერიოზული პრობლემები ჰქონდა, ვალები და რაღაცეები... გვარის შეცვლა მინდაო, ასე ეუბნებოდა, იმიტომ, რომ თეკლა საზღვარგარეთ აპირებდა წასვლას და პასპორტიც კი წაართვა თეკლას, იმიტომ, რომ არ გამეპაროო. სულ იმუქრებოდა, რომ თავს მოვიკლავო, ხელებს ისერავდა, რას აღარ შრებოდა იმისთვის, რომ მანიპულაციით და ფისქოლოგურად ემოქმედა თეკლაზე.

თვითონ მიიყვანა მაგ ბიჭმა დაზიანებები სადარბაზოში ერთ-ერთი ჩხუბის და მუქარის დროს. სადარბაზოში იყო და თვითონ ჩაირტყა ეს დანა და თეკლამ გამოაძრო ეს დანა. მერე თეკლა გავვარდა, მიჰყავდა მხარზე აკიდებული, რომ სასწრაფომდე ჩაეყვანა, მაგრამ ვეღარ ჩაიყვანა კიბეებზე, იმიტომ, რომ გაითიშა. გავვარდა გარეთ, სასწრაფო მოიყვანა და კლინიკაშიც კი გაჰყვა. გადარჩენას ცდილობდა, - ამბობს დაკავებულის დედა. 

შეგახსენებთ, რომ ქმრის მკვლელობის ბრალდებით 24 წლის ქართველი ტიკ ტოკერი თეკლა გერსამიაა დაკავებული. წყვილი სამეგრელონდა იყო, ცოტა ხნის წინ მათ ხელი მოაწერეს და საცხოვრებლად თბილისში, ნაქირავებ ბინაშ გადავიდნენ. 

ერთ-ერთი ვერსიით, მკვლელობამდე წყვილმა იჩხუბა, ადგილი ჰქონდა ფიზიკურ დაპირისპირებასაც, რა დროსაც ქალმა ქმარი სამზარეულოს დანით სასიკვდილოდ დაჭრა. 

ბრალის დამტკიცების შემთხვევაში თეკლა გერსამიას 20 წლით ან უვადო პატიმრობა ემუქრება.