მეწყერი ხარაგაულში - მოსახლეობა გარემოს ეროვნულ სააგენტოს უყურადღებობაში ამხელს

24.08.25 13:48
მეწყერი ხარაგაულში - მოსახლეობა გარემოს ეროვნულ სააგენტოს უყურადღებობაში ამხელს

ხარაგაულის მოსახლეობა გარემოს ეროვნულ სააგენტოს უყურადღებობაში და უმოქმედობაში ადანაშუალებს. ადგილობრივები ამბობენ, რომ მეწყრული პროცესები ორ სოფელში - ხემალაღალასა და ღვერკში სამი თვის წინ დაიწყო, სპეციალისტები კი ადგილზე რამდენიმე დღის წინ ჩავიდნენ.

"პირველებთან" ინტერვიუში ადგილობრივები აცხადებენ, რომ მეწყრული პროცესები თბილისი - ბათუმის სარკინიგზო მაგისტრალის მოდერნიზაციის სამუშაოებმა განაპირობა. 

ყველაფერი დაიწყო მაისის ბოლოდან ივნისი დასაწყისში. გაჩნდა პატარ-პატარა გვალვებივით და შემდეგ უკვე დააღო პირი ამხელაზე - ჩაყლაპა სახლები, დაანგრია და მერე მივხვდით, რომ უკვე მეწყერთან გვქონდა საქმე. ყველგან ვრეკავდით, რომ მოგვაქციეთ ყურადღება, მოდით, ნახეთ, რა ხდება, მაგრამ - არა. გარემოს დაცვის განცხადება გუშინ ვნახეთ, ისიც არ იციან სახელი, სწორად რა ჰქვია მდინარეს და ისიც არ იციან, რომ ღელე არ არის ეს და არის წყალუხვი მდინარე. მერია რომ იძახის, რომ ყველა გავასახლეთ, ამდენი ოჯახი წავიყვანეთ.

ჩვენ ამას ვიძახდით, რომ დავიწყოთ რკინიგზიდან, 2019 წლიდან აფეთქებები რომ დაიწყეს, ეს ნაპრალი, რაც არის, იწყება რკინიგზის ნაპირიდან. ახლა, იმის მიღმა რაც უკვე დიდი ნაპრალებია, კიდევ პატარ-პატარა ნაპრალებია და ეს იჩენს უკვე შემდეგში თავს. არის დაწყებული იქიდან და არის 4 თუ 5 კმ-იანი ზოლი. ამ ზოლში რაც მოიყოლა მეწყერმა, ყველაფერს შიგნით ამტვრევს.

მოსახლეობაც და მეც მათ შორის, ვაბრალებთ ამ რკინიგზის მოდერნიზების მშენებლობას, - ამბობს სოფელ ხემაღალის მცხოვრები ირაკლი ხუციშვილი. 

ხარაგაული მცხოვრებლები ალა დახმარებას ითხოვენ და არ გამორიცხვანე, რომ მსგავსი სტიქიის წინაშე სხვა სოფლებიც აღმოჩნდნენ. 

მსგავსი სიახლეები