ნარკოდანაშაულის ბრალდებით დაცვის პოლიციის თანამშრომელი დააკავეს
ნარკოდანაშაულის ბრალდებით დაცვის პოლიციის თანამშრომელი დააკავეს. ინფორმაციას შსს ავრცელებს. უწყების ცნობით, შსს-ს წარმომადენელს ნარკოტიკების უკანონოდ შეძენას და შენახვას ედავებიან.
გენერალურმა ინსპექციამ დაცვის პოლიციელს ხელბორკილები სამეგრელოში დაადო. სამართალდამცეველებმა ნარკოტიკული საშუალებები დაკავებულის პირადი ჩხრეკისას ამოიღეს. ირკვევა, რომ ის ენგურჰესის ობიექტების დაცვის განყოფილებაში მუშაობდა.
„გამოძიებით დადგინდა, რომ შინაგან საქმეთა სამინისტროს სსიპ-დაცვის პოლიციის დეპარტამენტის სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონალური დაცვის პოლიციის მთავარი სამმართველოს შპს „ენგურჰესი“-ს ობიექტების დაცვის განყოფილების უმცროსმა ინსპექტორმა – 1981 წელს დაბადებულმა მ.ჯ.-მ, უკანონოდ შეიძინა და ასევე, უკანონოდ ინახავდა “მეთადონის” შემცველ ნარკოტიკულ საშუალებას.
სამართალდამცველებმა, დაკავებულის პირადი ჩხრეკისას, ნარკოტიკული საშუალება ნივთმტკიცებად ამოიღეს.
გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის პირველი ნაწილით მიმდინარეობ“,- აღნიშნულია ინფორმაციაში.