"ოცნება" 23 მუნიციპალიტეტში 100 მლნ-ის ღირებულების სტადიონებს ააშენებს - მთავრობის ახალი განკარგულება

24.08.25 16:43
"ოცნება" 23 მუნიციპალიტეტში 100 მლნ-ის ღირებულების სტადიონებს ააშენებს - მთავრობის ახალი განკარგულება

100 მილიონი ლარი ახალი სტადიონებისთვის - არჩევნების წინ ქართული ოცნება 23 მუნიციპალიტეტში საფეხბურთო ტექნიკური ცენტრებისა და ხელოვნურსაფარიანი სტადიონების მშენებლობას იწყებს. მთავრობის ამ განკარგულებას ხელი ირაკლი კობახიძემ უკვე მოაწერა. სამუშაოები ტენდერების დასრულების შემდეგ დაიწყება. 

ოპოზიციის შეფასებით, ხელისუფლებაში მყოფი ძალა ბიუჯეტის ფულს არამზნობრივად ფლანგავს. მათი თქმითმ ეს ხდება იმ დროს,  როცა რეგიონებში ხალხს სასმელი წყალიც კი არ აქვს.

ეს შესყიდვა პირდაპირ მორგებულია მათ საარჩვენო გრაფიკზე. მაშინ, როდესაც მთავრობას შეეძლო, აღნიშნული განკარგულება, რაც ახლა გამოსცა, გამოეცა, მაგალითად, იანვრის თვეში და აპრილი მერე, როცა უკვე კარგი ამინდებია და უხვი ნალექი არ არის, აქტიური სამუშაოები დაეწყო. 

მაშინაც კი, როცა ოპოზიცია, ფაქტობრივად, არ მონაწილეობს არჩევნებში, "ქართული ოცნება" ვერ ეშვება მის ბუნებრივ მოთხოვნილებას, რომ რაღაცა უნდა მოიპაროს ბიუჯეტიდან, რაღაც უნდა გამოიყენოს ბიუჯეტიდან მისი პარტიის სასარგებლოდ. ეს არის ადმინისტრაციული რესურსის გამოყენება, ოღონდ ფინანსურად. არის სოფლები, რომლებსაც საერთოდ წყალი არ აქვს და იმ სოფლებს უშენებენ სტადიონს. პრიორიტეტები არის ძალიან მნიშვნელოვანი. ადამიანს ჯერ უნდა ჰქონდეს წყალი, რომელიც სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია და შემდეგ უნდა ჰქონდეს სტადიონი, - ამბობს კოალიცია "ცვლილებისთვის" წევრი ბესიკ დონაძე.