საქართველო გარდაცვლილებს გლოვობს - ბათუმში ტრაგედიის დროს დაღუპულებს დღეს კრძალავენ

12.10.21 13:20
საქართველო გარდაცვლილებს გლოვობს - ბათუმში ტრაგედიის დროს დაღუპულებს დღეს კრძალავენ

საქართველო გარდაცვლილებს გლოვობს - ბათუმში კორპუსის ჩამონგრევის შედეგად გარდაცვლილებს ამ წუთებში კრძალავენ. დილიდან სამოქალაქო პანაშვიდი ბათუმის საკათედრო ტაძარში მიმდინარეობს.

ცოტა ხნის წინ სამოქალაქო პანაშვიდზე მივიდნენ სამაშველო სამსახურის წარმომადგენლები, რომლებიც კორპუსის ქვეშ მოყოლილი ადამიანების გადარჩენის ოპერაციაში 24 საათიან რეჟიმში მონაწილეობდნენ.

ბათუმის საკათედრო ტაძარში 4 პირია დასვენებული, ერთ გარდაცვლილს კი სახლიდან გამოასვენებენ.

ბათუმის ტრაგედიას ერთი გადარჩენილი ჰყავს, რომლის ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია. ზვიად თავდგირიძემ ნანგრევების ქვეშ 11 საათი გაატარა. 

ბათუმში კორპუსის ჩამონგრევის საქმეზე3 პროკურატურამ 3 პირს წარუდგინა ბრალი, ფართის მეპატრონესა და 2 მუშას. შსს მინისტრის განცხადებით, შესაძლოა, ბრალდებულთა რიცხვი გაიზარდოს.