საქმეში არსებობს ოქმი, სადაც წერია, რომ ფარცხალაძესა და ჯანგველაძის შორის უთანხმოება იყო - ადვოკატი
ოთარ ფარცხალაძესა და ლევან ჯანგველაძეს შორის უთანხმოება იყო. მოკლული ბიზნესმენის ადვოკატი "პირველებთან" ინტერვიუში ადასტურებს, რომ სისხლის სამართლის საქმეში დევს მოწმის ჩვენება, რომელიც იძლევა იმის თქმის საფუძველს, რომ კრიმინალური ავტორიტეტის - მერაბ ჯანგველაძის ძმას ფარცხალაძესთან გარკვეული სახის დაპირისპირება ჰქონდა.
საქმეში არსებობს გამოკითხვის ოქმი, სადაც დაფიქსირებულია ინფორმაცია იმასთან დაკავშირებით, რომ ოთარ ფარცხალაძეს და ლევან ჯანგველაძეს ერთმანეთთან ჰქონდათ გარკვეული სახის გაუგებრობა და დაპირისპირება. ახლა უკვე გამოძიების პრეროგატივაა, რომ შესაბამისი უტყუარი მტკიცებულებებით გადაამოწმოს ეს ინფორმაცია და ამით უკვე მე მექნება შესაძლებლობა, მოგახსენოთ, დადასტურდება თუ არ დადასტურდება აღნიშნული ინფორმაცია.
ვამბობდით, რომ გამოძიება მიდის არასწორი მიმართულებით. მხოლოდ უძილაურის პასუხისგებაში მიცემა და იმის თქმა, თითქოს უძლაურმა თავად გადაწყვიტა ლევან ჯანგველაძის მოკვლა, იყო არასწორი და იყო აბსოლუტურად აცდენილი რეალობისგან.
მოგეხსენებათ, რომ ჩვენ საკმაოდ ბევრი ბრძოლა დაგვჭირდა იმისთვის, რათა კონკრეტულ საქმეზე შეცვლილიყო კვალიფიკაცია და საქმის გამოძიება წარმართულიყო სწორი მიმართულებით, - ამბობს ტარიელ კაკაბაძე.