ქმრის მკვლელობისთვის დაკავებული ქალი პოლიციას ზეწოლაში ადანაშაულებს - ოჯახი შსს-ს ვერსიას უარყოფს
სასიკვდილო ჭრილობა 22 წლის ლუკა დარასელია გულის არეში მიაყენეს. ახალგაზრდა კაცი სასწრაფოს მანქანაში სისხლისგან დაიცალა. ქმრის მკვლელობისთვის დაკავებულია 25 წლის თეკლა გერსამია. ის მოკლულ კაცთან ოფიციალურ ქორწინებაში 6 თვე იმყოფებოდა, 22 აგვისტოს წყვილს შორის დაწყებული სიტყვიერი დაპირისპირება კი 22 წლის ბიჭისთვის საბედისწერო აღმოჩნდა. შინაგან საქმეთა სამინისტროს ვერსიით, ცნობილმა ტიკტოკერმა საცხოვრებელი სახლის სადარბაზოში ქმარს დანა გულში ჩაარტყა.
25 წლის ქალი სასამართლო პროცესის მოლოდინშია. მას ქმრის მკვლელობის ბრალდება დღეს ოფიციალურად წარედგინა. დაკავებულის ოჯახის წევრები ამტკიცებენ, რომ 22 წლის ბიჭმა დაზიანებები თავადვე მიიყენა. მათი ვერსიით, კაცმა სადარბაზოში დანა მას შემდეგ ჩაირტყა, რაც ქალმა უთხრა, რომ შორდებოდა. დაკავებულის დედა ამტკიცებს, რომ ქალმა დაჭრილი კაცისთვის დგილზე სასწრაფო თავადვე მიიყვანა.
"პირველების" ინფორმაციით, 22 აგვისტოს სისხლიანი ღამის მოწმეა მკლელობაში ბრალდებულის არასრუწლოვანი შვილიც. 25 წლის ტიკტოკერს ოც წლამდე ან უვადო პატიმრობა ემუქრება. ადვოკატი ამტიცებს, რომ დაკავებულ ქალი იურისტის გარეშე გამოკითხეს და და მკვლელობა აღიარებინეს, თუმცა ადვოკატი ამტკიცებს, რომ პოლიციამ ჩვენება მოტყებით მიაცემინა.
ვრცლად ნახეთ მარიამ მაკასარაშვილის რეპორტაჟში.