"გიოს სიცოცხლე რისკის ქვეშაა" - 18 წლის შშმ პირის დედა საზოგადოებას დახმარების თხოვნით მიმართავს

24.08.25 19:36
"გიოს სიცოცხლე რისკის ქვეშაა" - 18 წლის შშმ პირის დედა საზოგადოებას დახმარების თხოვნით მიმართავს

ჯეოსპიტალში, რეანიმაციულ განყოფილებაში მოთავსებული 18 წლის შშმ პირს საზოგადოების დახმარება სჭირდება. გიორგი დავითურის დედა სოციალურ ქსელში წერს, რომ მისი შვილის მდგომარეობა დამძიმდა, რისთვისაც საზღვარგარეთიდან წამყვანი ექიმების ჩართულობაა საჭირო, წინააღმდეგ შემთხვევაში, როგორც ქალი წერს, ბიჭის სიცოცხლე რისკის ქვეშაა. 

ჩემი შვილი იბრძვის სიცოცხლისთვის, გიო იმყოფება რეანიმაციულ განყოფილებაში და ის არის ინტუბირებული. 
ალბათ ყველამ გაიგეთ უკვე ჩემი გიოს მდგომარეობა. 3 დღის წინ დიდი ბრძოლის და 4 გამოვლილი კლინიკის შემდეგ ჯეოჰოსპიტალში შევედით ამოუცნობი ტკივილებით, შემდეგ მოხდა გიოს სედაცია გაუსაძლისი ტკივილების გამო. დილას, როდესაც ექიმი გამოვიდა, მითხრეს, რომ გიოს მდგომარეობა შეიცვალა, დამძიმდა და სუნთქვის უკმარისობის გამო მოხდა გიოს აყვანა რეანიმაციაში და ინტუბირება. 

სამი დღის შემდეგ კიდევ არ ვიცი და არ მაქვს ზუსტი დიაგნოზი თუ რატომ მოხდა გიოს მდგომარეობის ესე დამძიმება. ამჟამად გიოს სიცოცხლე არის რისკის ქვეშ, გაუმჯობესება არანაირი არ გვაქვს, პირიქით, ანალიზების პასუხები  უარესდება. 
სასწრაფოდ უნდა მოხდეს საზღვარგარეთიდან წამყვანი ექიმების ჩართვა და ჩამოყვანა.

გთხოვთ, გადამარჩენინოთ ჩემი გიოს სიცოცხლე, თითოელი ადამიანის თანადგომა ეხლა ჩემთვის არის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი. გთხოვთ, დამეხმაროთ, რომ არ დადგეს ის სავალალო შედეგი, რომელსაც ბევრი ექიმი ვარაუდობს.
საქართველოს ბანკი
მიმღები: მაია ბარათაშვილი (დედა)
#GE58BG0000000499168653
თიბისი ბანკი
მიმღები: მაია ბარათაშვილი (დედა) 
#GE59TB7030445061100047

ცნობისთვის, დედის თქმით, 18 წლის გიორგი დავითურს კლინიკიდან კლინიკაში დაატარებდა, თუმცა სამმა საავადმყოფომ პაციენტის მიღებაზე უარი განუცხადა. საბოლოოდ, შშმ მოზარდი ჯეო ჰოსპიტალმა დაიტოვა, თუმცა ოჯახი ამბობს, რომ ამასობაში მთავარი დრო დაიკარგა და მდგომარეობა კიდევ უფრო დამძიმდა.