"დიდება უკრაინას!" - თბილისში უკრაინის მხარდამჭერი აქცია მიმდინარეობს
ამ წუთებში თბილისში უკრაინის მხარდამჭერი აქცია იმართება. ღონისძიებაში მონაწილეობენ როგორც საქართველოს მოქალაქეები, ისე უკრაინელი ლტოლვილები, რომლებიც რუსული აგრესიის პირისპირ მყოფ ქვეყანასა და ხალხს სოლიდარობასა და მხარდაჭერას უცხადებენ.
აქციის მონაწილეები ტარას შევჩენკოს ძეგლთან შეიკრიბნენ და მსვლელობით პარლამენტის მიმართულებით მიემართებიან. დემონსტრანტები სკანდირებენ: „დიდება უკრაინას!“. მარშის მონაწილეებმა უკრაინის გიგანტური დროშაც გაშალეს.
გაუმარჯოს უკრაინის დამოუკიდებლობის დღეს! დიდება უკრაინას! დიდება გმირებს! დიდება საქართველოს! დიდება ქართველ გმირებს! ძაიან რომ არ უჭირდეს ჩემს ქვეყანას, ახლა აქ არ ვიქნებოდი და ვიქნებოდი ისევ მათთან ერთად, მათ გვერდით ფორნტის ხაზზე ვიქნებოდი. ზელენსკი არის ჩემთვის ჩერჩილიც და კიდევ ბევრი დიდი ქვეყნის მეთაური, რომელმაც ამხელა საშინელ მანქანას, რომელსაც ჰქვია ტერორისტული რუსეთი, დაუდგა წინ. უკრაინა აუცილებლად მოიგებს, აუცილებლად გაიმარჯვებს!, - ამბობს ქართველი მებრძოლი ნადიმ ხმალაძე.
რა ხდება აქციაზე ვრცლად ნახეთ ხატია სამხარაძის ჩართვაში.