თუშეთში ხანძარი სრულად ლიკვიდირებულია

25.08.25 10:01
თუშეთში ხანძარი სრულად ლიკვიდირებულია

თუშეთში, წოვათის ხეობის ალპურ ზონაში გაჩენილი ხანძარი მთლიანად ლიკვიდირებულია. ინფორმაციას საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური ავრცელებს.

მათივე ცნობით, შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა. ხანძარი გუშინ გაჩნდა.

ქრობის პროცესში ჩართული იყო სასაზღვრო პოლიციის ვერტმფრენი, რომელმაც მეხანძრე-მაშველები ცეცხლის კერებთან რამდენიმე ეტაპად გადაიყვანა.

მსგავსი სიახლეები