თბილისის მერია: მეტროსადგური "ვარკეთილი" ხვალ მგზავრთა მომსახურებას განაახლებს, თუმცა სრული რეაბილიტაცია წლის ბოლოს დასრულდება

25.08.25 11:54
თბილისის მერია: მეტროსადგური "ვარკეთილი" ხვალ მგზავრთა მომსახურებას განაახლებს, თუმცა სრული რეაბილიტაცია წლის ბოლოს დასრულდება

თბილისის მერიის ინფორმაციით, მეტროსადგური "ვარკეთილი", ხვალ, 26 აგვისტოდან მგზავრთა მომსახურებას განაახლებს. თუმცა მეტროსადგურის სრული რეაბილიტაცია მიმდინარე წლის ბოლოს დასრულდება. 

მერიის განცხადებაში აღნშნულია, რომ სტანდარტული სამუშაო განრიგისგან განსხვავებით, მეტროსადგური მუშაობას 07:00 საათზე დაიწყებს და 23:00 საათზე დაასრულებს.

მეტროსადგური "ვარკეთილი" 26 აგვისტოდან მგზავრთა მომსახურებას განაახლებს.
მეტროსადგური „ვარკეთილი“ ხვალიდან მგზავრთა მიღებაზე გაიხსნება, თუმცა მიმდინარე სარეაბილიტაციო სამუშაოებიდან გამომდინარე, სადგური მგზავრებს შეცვლილი სამუშაო განრიგით მოემსახურება.

სტანდარტული სამუშაო განრიგისგან განსხვავებით, მეტროსადგური მუშაობას 07:00 საათზე დაიწყებს და 23:00 საათზე დაასრულებს. რაც შეეხება სხვა მეტროსადგურებს, ისინი მგზავრებს ჩვეულ რეჟიმში მოემსახურებიან.

გარდა ამისა, მგზავრების სწრაფი და შეუფერხებელი გადაადგილების მიზნით, შეიცვლება ესკალატორების მიმართულება და ჩამსვლელი მგზავრები მარცხენა ესკალატორით ისარგებლებენ, ნაცვლად მარჯვენა ესკალატორისა, ხოლო ამომსვლელი მგზავრები სადგურის დატოვებას მარჯვენა ესკალატორით შეძლებენ.

მეტროსადგურმა „ვარკეთილმა“ მომსახურება 12 ივლისს შეწყვიტა, რა დროსაც განხორციელდა დახრილი გვირაბის თუჯის სამაგრებისა და ქვედა ბაქნის რკინაბეტონის თაღის სარეაბილიტაციო სამუშაოები. აღნიშნული მეტროსადგურის სრული რეაბილიტაცია მიმდინარე წლის ბოლოს დასრულდება," - წერია განცხადებაში.