"პოლიციელებმა ფსიქოლოგიურად იძალადეს ჩემზე, მიმეორებდნენ აღიარე, ხელი მოაწერე და სახლში გაგიშვებთო" - ქმრის მკვლელობაში ბრალდებული ქალი

25.08.25 15:07
"პოლიციელებმა ფსიქოლოგიურად იძალადეს ჩემზე, მიმეორებდნენ აღიარე, ხელი მოაწერე და სახლში გაგიშვებთო" - ქმრის მკვლელობაში ბრალდებული ქალი

ქმრის მკვლელობისთვის დაკავებული ტიკტოკერი დანაშაულს არ აღიარებს და პოლიციას ზეწოლაში ადანაშაულებს. თეკლა გერსამია დღევანდელ სასამართლოს ხდომაზე მოსამართლე არსენ კალატოზიშვილს უმტკიცებდა, რომ მასზე განყოფილებაში ფსიქოლოგიურად იძალადეს და დანაშაული იძულებით აღიარებინეს, სანაცვლოდ დაჰ[პირდნენ, რომ აუცილებლად გაუშვებდნენ სახლში.

25 წლის ქალს სხდომაზე არაფერი უთქვას, რის საფუძველზე დაიწყო მასსა და მის მეუღლეს შორის დაპაირისპირება. 

დღეს სასამართლო პროცესზე სისხლიანი ანგარიშსწორების დეტალებზე საუბრობდა საქმის პროკურორი. გია შაიშმელაშვილმა თქვა, რომ დანაშაულის ჩადენის შემდეგ, 25 წლის ქალმა მთავარი სამხილი, სისხლიანი დანა გარეცხა. თუმცა ქმრის მკვლელობაში ბრალდებული ქალი ირწმუნებოდა, რომ დანა არ გაურეცხავს, უბრალოს ნიჟარაში ჩააგდო, სადაც ონკანი მოშვებული იყო. 

პროკურატურა ასევე პროცესზე ამბობდა, რომ თეკლა გერსამია მიმალვას ცდილობდა, რადგან იმის შემდეგ, რაც სისხლიანი ანგარიშსწორების შემდეგ ქმარი კლინიკაში მიიყვანა, დედასთან წავიდა, თუმცა ბრალდებულმა ქალმა სასამართლოზე თქვა, რომ დედასთან მცირეწლოვანი შვილის მისაყვანად წავიდა - "ამის შემდეგ დარეკა პოლიციამ და დედამ უთხრა ახლავე მოვიყვანო, მალევე მივედი პოლიცაში".

მე მარტო ის შემიძლია ვთქვა, რომ ფსიქოლოგიურად იძალადეს ჩემზე. ძალიან ემოციური ადამიანი  ვარ. ოთახში რომ ვიყავი იყვნენ 10 ადამიანი და მიმეორებდა შენ დაჭერი, შენ დაჭერი, აღიარე ხელი მოაწერე და გაგიშვებთ სახლშიო, იმ წუთას  რასაც ამბობდნენ იმას ვაკეთებდი, რომ ჩემს შვილთან წავსულიყავი. ნახევარი არ მახსოვს იქ რა მოვყევი, თუ მე ადამიანი განზრახ მოვკალი მაშინ ის ადამიანი რატომ ჩამოვიყვანე სადარბაზოში და რატომ მივიყვანე კლინიკაში. ვთხოვდი ადვოკატს ფსიქოლოგიურად ვერ ვიყავი კარგად და დახმარება მჭირდებოდა.

მიმალვაზე გეტყვით რომ მყავს 4 წლის შვილი ლუკა. რომ მივიყვანე კლინიკაში და თქვეს კარგადაა,  ერთადერთი გამზრახვა მქონდა ბავშვი წამეყვანა დედაჩემთან არ მივმალულვარ, დარეკა პოლიციამ და დედამ უთხრა ახლავე მოვიყვანო, მალევე მივედი პოლიცაში. საჭმელს ვაკეთებდი წყალი მოშვებული იყო დანა ჩაგდებულია გარეცხილი არა.
რო შედიხარ სახლში ეგრევე კუხნაა და ჩავაგდე, არც დამიმალავს ეს დანა, არაფერი, ამოვიტანე და ონკანში ჩავაგდე", - განაცხადა ბრალდებულმა. 

მოსამართლე არსენ კალატოზიშვილმა ქმრის მკვლელობისთვის დაკავებულ 25 წლის თეკლა გერსამიას აღკვეთი ღონისძების სახით პატიმრობა შეუფარდა.

აღნიშნულ საქმეზე შემდგომი პროცესი 16 ოქტომბერს ჩაინიშნა.

ცნობისთვის, შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, თბილისში, 22 აგვისტოს ცოლმა ქმარი ცივი იარაღით მოკლა. შსს-ს თანამშრომლებმა ფაქტზე ერთი პირი დააკავეს. უწყების ინფორმაციით, დაკავებულმა მეუღლეს დაზიანებები ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე მიაყენა, რის შედეგადაც დაზარალებული გარდაიცვალა. გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 109-ე მუხლის "კ" ქვეპუნქტით მიმდინარეობს, რაც ოჯახის წევრის მიმართ დამამძიმებელ გარემოებაში ჩადენილ განზრახ მკვლელობას გულისხმობს. დანაშაული 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.