სამოქალაქო აქტივისტები გაზეთებს, სადაც სინდისის პატიმრების წერილებია დაბეჭდილი, გურიაში არიგებენ

25.08.25 17:34
სამოქალაქო აქტივისტები გაზეთებს, სადაც სინდისის პატიმრების წერილებია დაბეჭდილი, გურიაში არიგებენ

სიმართლის გამავრცელებელი გაზეთები, სადაც სინდისის პატიმრების წერილებია დაბეჭდილი, დღეს გურიაში რიგდება. სამოქალაქო აქტივისტები ოზურგეთში არიან ჩასული და ადგილობრივებს ხვდებიან. ისინი ახლა ცენტრალური ბაზრობის მოვაჭრეებს უყვებიან, რა ხდება რეალურად ქვეყანაში. 

სამოქალაქო აქტივისტები ამბობენ, რომ მნიშნელოვანია, პროტესტმა თბილისიდან რეგიონებშიც გადაინაცვლოს. 

დღევანდელი დღის მიზანია, რომ გამოვიდეთ ოზურგეთში, გავესაუბროთ მოსახლეობას, ავუხსნათ რეალურად ის სიტუაცია, რაც პოლიპატიმრებთან დაკავშირებით არის დღეს. გვინდა, რომ პროტესტი თბილისიდანაც ასევე გადმოვიტანოთ რეგიონებში და ისეთ მნიშველოვან ქალაქში, როგორიც არის ოზურგეთი და ჩვენ პირადი კომუნიკაცია გვქონდეს აქაურ მცხოვრებლებთან, - ამბობს სამოქალაქო აქტივისტი. 

რეგიონებში არიან ადამიანები, რომლებიც ინფორმაციას იღებენ ტვ იმედისგან და სხვა პროპაგანდისტული არხებიდან. ამ ადამიანებს არ აქვთ წარმოდგენა, რეალურად რა ხდება, როგორ ხდება და თბილისში რა სიტუაციაა არ იციან, ეს აქციები როგორ იყო, რატომ იყო... პოლიტპატიმრები რომ არიან დაკავებულები, ამ ადამიანებზე არ იციან, იმიტომ, რომ "იმედი" და "პოსტ ტვ" აშავებს ამ ადამიანებს, რომ ვითომ კრიმინალები არიან და ა.შ. ამიტომ ძალიან მნიშნელოვანია, რეგიონებში ჩავიდეთ ხოლმე და ადამიანებთან პირდაპირი კომუნიკაციით ვუთხრათ, რომ ასე ხდება. გაზეთებს ვარიგებთ, სადაც წერია, ვთქვათ, პოლიპატიმრების ისტორიები, - ამბობს კიდევ ერთი აქტივისტი.